პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი შესაძლოა შეიცვალოს
პოლიტიკა - 12:57, 22 Nov, 2015     1461
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით „რედისონ ბლუ ივერიაში“ სამუშაო შეხვედრაზე შეხვედრაზე მსჯავრდებულთა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მექანიზმი განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ანგარიში, რომელიც ექსპერტებმა ევროკავშირის ჩართულობით მოამზადეს. განიხილეს ამ მიმართულებით მოწინავე ქვეყნებში არსებული მოდელები და გამოცდილება. გარდა ამისა, იმსჯელეს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმის დახვეწაზე, პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადაწყვეტაში სასამართლოს როლის გაზრდაზე, ადგილობრივი საბჭოების მუშაობისა და გადაწყვეტილების დასაბუთების დახვეწაზე.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის თქმით, ის, როგორც კერძო მოქალაქე მიიჩნევს, რომ ე.წ. შერეული სისტემა საქართველოსთვის ამ ეტაპზე ყველაზე კარგი იქნება. ,,თუმცა, ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ", - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

„შერეული მოდელი გულისხმობს იმას, რომ ნაკლებად მძიმე და მძიმე კატეგორიის დანაშაულზე პირობით ვადამდე გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღოს საბჭომ, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულში მსჯავრდებული პირების საქმეები სასამართლომ განიხილოს. მთავარია შევიმუშავოთ ისეთი მექანიზმი, რომ მსჯავრდებულს და მისი ოჯახის წევრს მივცეთ გადაწყვეტილების სრულყოფილი გასაჩივრების საშუალება,“ - განაცხადა მინისტრმა.

სამუშაო შეხვედრაზე გადაწყდა, რომ არასრულწლოვნებთან დაკავშირებით პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი სასამართლომ ადგილობრივი საბჭოს გარეშე განიხლიოს.

პოზიციების შეჯერების შედეგად შეხვედრაზე დაისახა გეგმა, როგორ დაინერგოს ახალი მოდელი და გაუმჯობესდეს პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი. პირობით ვადამდე გათავისუფლების ახალი მოდელის დანერგვისთვის საჭირო იქნება საკანონმდებლო და სხვა სახის ცვლილებები.

სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელი, მოსამართლე რენატე ვინტერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, პროკურატურისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

დაგეგმილია შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილების ფართო საზოგადოების წინაშე სამსჯელოდ გატანა, რათა არსებული მოდელის დახვეწა არასამთავრობო სექტორისა და ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42