არასამთავრობო ორგანიზაცია - “მედიატორის” დამფუძნებელი ლევან ხაბეიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტოში გაცემულ დანამატებისა და პრემიის შესახებ ინფორმაციას ასაჯაროვებს.
ხაბეიშვილის ინფორმაციით, იანვარ - სექტემბრის თვეში ჯამში 2 148 773 ლარის დანამატი და პრემია გაიცა სამინისტროში.
აპრილში და აგვისტოში გაიცა პრემიების 90 პროცენტი . მრჩევლების “თანამდებობაზე” მომუშავე თანამშრომლების პრემიამ აპრილში – 51 600 ლარი და აგვისტოში 48 000 ლარი შეადგინა . ამავე თვეებში პირველი მდივნის თანამდებობაზე მომუშავე თანამშრომლების მხოლოდ პრემიამ 24 000 აპრილში და 25 000 ლარი აგვისტოში შეადგინა . დეპარტამენტის დირექტორების პრემიამ 39 100 და 41 400 ლარი . მათი მოადგილეებისამ 43 700 და 43 700 ლარი . აღსანიშნავია , რომ აგვისტოს თვე ძირითადად საშვებულებოდ გამოიყენება . აპრილის და აგვისტოს თვეში სამინისტროში თანამდებობის პირების ანაზღაურებამ ჯამში ( სარგო , დანამატი, პრემია ) 10 000 ლარი შეადგინა.
“მედიატორის” ინფორმაცია ეყრდნობა სამინისტროდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას დანამატების და პრემიების შესახებ .
მასალის გამოყენების პირობები






