ინტერპარტიული ჯგუფი უმრავლესობას ხვდება - პარტიები საარჩევნოს სისტემის შეცვლას ისევ ითხოვენ
პოლიტიკა - 14:46, 21 Nov, 2015     1958
ინტერპარტიული ჯგუფი საარჩევნო სისტემაში ინიცირებული ცვლილებების განსახილველად საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს სასტუმრო "რედისონში" ამ წუთებში ხვდება.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების მომხრე პოლიტიკური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, მათი მხრიდან კომპრომისებისთვის მზადყოფნა არსებობს.

თუმცა, როგორც "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერმა ბაჩუკი ქარდავამ განაცხადა, ინტერპარტიული ჯგუფის წევრები 2016 წლისთვის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნის დათმობას არ აპირებენ.

ქარდავა აცხადებს, რომ "შეხვედრა-შეხვედრისთვის არ უნდა გაიმართოს".

მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიებისთვის მიუღებელია ის არგუმენტი, რომ საარჩევნო სისტემა შეიცვლება 5 წლის შემდეგ და არა უახლოეს საპარლამენტო არჩევნებამდე.

„2016 წლისთვის რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს, ეს ცხადია და ამ კომპრომისზე არ წავალთ. მაგრამ სისტემის შეცვლის სხვადსხვა მოდიფიკაცია არსებობს და, აქედან გამომდინარე, ეს მუშა პროცესში უნდა გავარკვიოთ. თუ მათი მხრიდან წამოვა წინადადება, რომ 2016 წელს საერთოდ არ ვეხებით, მაშინ ეს მათი მხრიდან იქნება უკომპრომისო წინადადება,“ - ეს განცხადება კი "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთ ლიდერს მამუკა კაციტაძეს ეკუთვნის.

კოალიცია "ქართული ოცნების" მხრიდან შეხვედრას ზვიად ძიძიგური, გიორგი ვოლსკი, ვახტანგ ხმალაძე, ზურაბ ტყემალაძე, ირაკლი კობახიძე ესწრებიან .

ზვიად ძიძიგურიმა ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ, რომლების მთავარი მოთხოვნას 2016 წელს მაჟორიტარული სისტემის მთლიანად გაუქმებას გულისხმობს, განაცხადა, რომ 2016 წელს ამის შესაძლებლობა პარლამენტში უბრალოდ არ არის.

"კოალიციაში მაჟორიტარულ სისტემას ჰყავს თავისი მხარდამჭერები. ჩვენ არ ვართ ის უმრავლესობა, რომელიც ძალდატანებით გადაწყვეტილებებს აღებინებს უმრავლესობას, ამიტომ რა თქმა უნდა, ის გეგმა, რომელიც ჩვენ წარმოდგენილი გვაქვს, არის კოალიციაში კონსენსუსის შედეგი. კონსენსუსის გარეშე ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. არც ხმების საჭირო რაოდენობა გვექნება. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ოპოზიცია ამას კარგად აცნობიერებს", - განაცხადა ძიძიგურმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივა ოპოზიციამ პარლამენტში 240 ათასი ხელმოწერით წარადგინა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42