პენსიების მატებასთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რეგიონებში პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს. პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე დღეს გორში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მაცხოვრებლებს ის შესაძლებლობები გააცნო, რომელიც პენსიის 50 ლარით გაზრდის საშუალებას იძლევა.
მისი თქმით, თუ მთავრობა პრემიებისა და დანამატებს შეამცირებს , ასევე შეამცირებს ბიუროკრატიულ ხარჯებს, ბიუჯეტში ამის შესაძლებლობა გაჩნდება და მომავალი წლიდან პენსიონერებს შეეძლებათ 50 ლარით გაზრდილი პენიის აღება.
"ჩვენ მიგვაჩნია, რომ აუცილებელია 2016 წელს ქვეყანაში პენსიები გაიზარდოს 50 ლარით და ეს ზრდა შეეხოს თითოეულ პენსიონერს. ამის რესურსი არსებობს იმ გაზრდილი დანამატებიდან, პრემიებიდან და ხელფასებიდან, რომელსაც იღებს დღევანდელი ხელისუფლება. სწორედ ეს არის ის რესურსი, საიდანაც უნდა დაფინანსდეს პენსიები და ჩვენთვის მიუღებელია არგუმენტი, რომ თურმე არსებობს ფული დამანამატებისთვის და არ არსებობს პენსიებისთვის. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და ჩვენ მოსახლეობასთან ერთად აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ 2016 წელს თითოეული პენსიონერის პენსია გაიზარდოს 50 ლარით" - განაცხადა ბაქრაძემ.
ენმ-ის ინფორმაციით, პენსიების მატებასთან დაკავშირების პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






