გაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს - პრემიერი
პოლიტიკა - 20:34, 20 Nov, 2015     1241

გაეროს ოჯახის წევრობას საქართველოსთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს; ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს რეკომენდაციებს და მადლობელი ვართ უწყვეტი მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა განსაკუთრებით აღნიშნა გაეროს როლი საქართველოს რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერაში და კმაყოფილება გამოთქვა, რომ საქართველო პირველად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრად აირჩიეს.

„გაერო არის საერთაშორისო თანამშრომლობის მსოფლიო სიმბოლო და გლობალური მშვიდობის მედროშე, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. გასულ კვირას პარიზში, ბეირუთსა და ეგვიპტეში განხორციელებულმა ტერორისტულმა აქტებმა და ბარბაროსულმა ძალადობამ, რომელიც, სამწუხაროდ, ასე გახშირდა, მთელი მსოფლიო შეძრა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმა გაეროს ქარტიის პრინციპებზე ისაუბრა, რომლებსაც საქართველო 1992 წელს, გაეროში გაწევრიანებისთანავე შეუერთდა.

„გაეროს მიზნებია, დაიცვას შთამომავლობა ომისგან, რომელმაც ჩვენს თაობას უკვე ორჯერ გამოაცდევინა კაცობრიობის ისტორიაში არნახული სიმწარე; ხელი შეუწყოს რწმენის გაღვივებას, რომ დაცული იქნება ადამიანის ძირითადი უფლებები, ყველა ადამიანის ღირსება - მამაკაცებისა და ქალების, ასევე დიდი და მცირე ერების თანასწორი უფლებები; უზრუნველყოს პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის დაცვასა და ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც მომდინარეობს სხვადასხვა შეთანხმებიდან და საერთაშორისო სამართლის სხვა წყაროებიდან; ხელი შეუწყოს სოციალურ პროგრესს და თავისუფალი ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროს ჯგუფის თანამშრომლობას ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში და მადლობას უხდის გაეროს იმ როლისთვის, რომელსაც ის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში ასრულებს.

გაეროს განვითარების პროგრამის საქმიანობის მხარდაჭერისთვის საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა. ნილს სკოტმა განსაკუთრებით აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის დონორთა კოორდინაციის სამსახურის მნიშვნელოვანი წვლილი გაეროსთან თანამშრომლობაში.

„გაერო თავისი ფონდების მეშვეობით საქართველოს მთავრობის თანადგომას აგრძელებს, რათა გაძლიერდეს კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიული ღირებულებები, ხელი შეეწყოს მდგრადი ეკონომიკის განვითარებას და გაძლიერდეს სოციალური სამართალი“, - განაცხადა ნილს სკოტმა.

სოციალური სამართლიანობის კონტექსტში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ სოლიდარობის ფონდზე, რომელთანაც გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლები ნებაყოფლობით თანამშრომლობენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა ხელი მოაწერეს გაეროს პარტნიორობის 2016-2020 წლების გეგმას საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ დოკუმენტი გაზრდის საქართველოს როლს გაეროში, რეგიონსა და მთელ მსოფლიოში.

ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, მთავრობის ადმინისტრაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 70-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42