„გაერთიანებული დემოკრატების“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ კარასინი-აბაშიძის ფორმატი არაეფექტურია.
მისი თქმით, ამ ეტაპზე რუსებს კი არა ქართველებს სჭირდბებათ სავიზო რეჟიმის გამარტივება და რუსეთთან დიალოგი.
ბურჯანაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, ნუ დააყვედრიან რუსეთს, რომ დღეს პრაღის ფორმატი არსებობს.
„მთელი მსოფლიო ელაპარაკება რუსეთს, მთელ მსოფლიოს სჭირდება ამ ქვეყანასთან დღეს ნორმალური ურთიერთობა და თავის დამადლებას თავი დაანებეთ. ჩვენი ჯარი კი არ დგას კრასნოდარში, რუსეთის ჯარი დგას საქართველოშო. ჩვენ მოქალაქეებს სჭირდებათ რუსეთთან მოლაპარეაკება, სავიზო რეჟიმის გამარტივება და რუსეთის ბაზარი. ხელისუფლებას ეს არ გაწუხებთ, რადგან ძალიან თბილად და ძალიან კარგად მოეწყვეთ“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, პარაღაში კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა გუშინ გაიმართა. შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად ქართველებისთვის ვიზების გამარტივების საკითხი განიხილებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






