"თუ ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებით ახალი პროექტი შემოვა ამაზე მომავალში ვიმსჯელოთ. იმედია იმპიჩმენტზე არ მოგვიწევს მსჯელობა“- განაცხადა თედო კობახიძემ გუშინ თემის კომენტირებისას, თუმცა დღეს აცხადებს, რომ ეს საკითხი უმრავლესობაში არ განიხილება.
„ეს განხილვები და შენიშვნები კეთდება იმ მიზნით, რომ მივიღოთ ხალხზე მორგებული და მათი ინტერესების მაქსიმალური დაცვისთვის განკუთვნილი 2016 წლის ბიუჯეტი. დარწმუნებული ვარ შევჯერდებით და ჩვენი შენიშვნის გათვალისწინებით მივალთ კონსესუსამდე“- აღნიშნავს კობახიძე.
კითხვაზე, მიმდინარეობს თუ არა უმრავლესობის რიგებში მერის იმპიჩმენტის საკითხზე მსჯელობა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ნარმანიას ინპიჩმენტის საკითხი დღის წესრგიგში არ დგას.
„ არანაირი იმპიჩმენტის საკითხი არ განიხილება და არანაირი მსჯელობა ამ საკითხზე არ მიმდინარეობს. არასწორი ინტერპრეტირება ეძლევა იმპიჩმენტის საკითხს, მოქმედი საკანონმდებლო ნორმა ითვალისწინებს, საკრებულოსა და მერისათვის უფლებამოსილებების შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სამ თვეში ბიუჯეტს ვერ დავამტკიცებთ, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მიმდინარეობს მუდმივი კომუნიკაცია თბილისიის მთავრობასთნ და ჩვენ თბილისიის მოსახლეობას მათზე მორგებულ ბიუჯეტს შევუქმნით“ - ამბობს კობახიძე. საკრებულოს წევრი დარწმუნებულია, რომ ბიუჯეტის შესახებ შეთანხმდებიან.
მასალის გამოყენების პირობები






