რუსეთი მზადაა საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივებაზე იმუშაოს - ლავროვის უწყება
პოლიტიკა - 16:40, 20 Nov, 2015     6345
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, გუშინ პრაღაში გამართული აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს. უწყება აღნიშნულ შეხვედრას დადებითად აფასებს და საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამარტივებასთან დაკავშირებით მუშაობისთვის მზადყოფნას აცხადებს.

როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი: „პრინციპულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით განსახვავებული მიდგომების მიუხედავად, პრაღის შეხვედრების საქმიანი ატმოსფერო საშუალებას იძლევა წარმატებით და ურთიერთსასარგებლოდ გადაიჭრას ორმხრივი ურთიერთობების პრაქტიკული საკითხები. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ჟენევის ფორმატის, როგორც სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოების და სტაბილურობის ფაქტორის მნიშვნელობა.“

ამასთანავე „კმაყოფილებით აღინიშნა, რომ მიუხედავად არასასურველი მაკროეკონომიკური კონიუნქტურისა , სავაჭრო ბრუნვის მოცულობის შემცირება უმნიშვნელო იყო“

რუსეთის საგარეო სამინისტროს განცხადებით „ ამ კუთხით მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთთან მიმართებაში საქართველოს პრაგმატულმა დამოკიდებულებამ და ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალ სავაჭრო ზონასთან მიმართებაში რუსეთის მხრიდან თავდაცვითი ღონისძიებების არ გამოყენებამ .“- აღნიშნულია რუსეთის მთავარი დიპლომატიური უწყების განცხადებაში.

შეგახსენებთ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერმინისტრის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა პრაღაში გუშინ გაიმართა. ზურაბ აბაშიძის განცხადებით შეხვედრაზე, რომელიც სამ საათს გრძელდებოდა ფორმატით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის სატრანსპორტო, სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული თემები. საუბარი იყო რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც. აბაშიძის თქმით გარდა ამ საკითხებისა საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ ადამიანების გატაცების და რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველების საკითხსაც.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42