შევთანხმდით, რომ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი 3%-ზე მაღალი არ იქნება - მარკ გრიფიტსი
პოლიტიკა - 16:08, 20 Nov, 2015     499

ფინანსთა სამინისტროში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან დასკვნითი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ორი კვირის მანძილზე მიმდინარე მოლაპარაკებებზე მიღწეული პოზიტიური შედეგები და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

როგორც ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აღნიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შეთანხმება მიღწეულია მომავალი წლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე, მათ შორის, ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის, ინფლაციისა და ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებლებზე.

შეხვედრაზე იმსჯელეს საქართველოს მთავრობის პრიორიტეტებზე, იმ ღონისძიებებზე, რომელიც დაგეგმილია მაკროეკონომიკური სტაბილურობის, ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის უზრუნველყოფის მიმართულებით, აგრეთვე ისაუბრეს ამ კუთხით საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებზე.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან საინტერესო და ინტენსიური მოლაპარაკებები გაიმართა. შედგა შეხვედრები მაღალ დონზე პრემიერ-მინისტრთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან. მისიასთან აქტიურად ვითანამშრომლეთ ფინანსთა სამინისტროში. განვიხილეთ მიმდინარე და მომავალი წლების მაკროეკონომიკური და სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები. ასევე ვისაუბრეთ სტრუქტურულ რეფორმებზე, რაც საინტერესოა, ახალი ინსტიტუციების შექმნაზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში დაგროვებისა და ეკონომიკურ ზრდას, ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

„ძალიან კარგი შეხვედრები და მოლაპარაკებები გაიმართა. განვიხილეთ 2015 და 2016 წლების ბიუჯეტების პარამეტრები და შევთანხმდით, რომ ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი არ იქნება 3%-ზე მაღალი. ქართულ მხარესთან შეხვედრებზე ასევე ვისაუბრეთ სტრუქტურულ რეფორმებზე, მათ შორის, საპენსიო რეფორმაზე, დეპოზიტების დაზღვევის სისტემაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე. საუბარი შეეხო გარანტიების თემას და ამ მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის გაძლიერების აუცილებლობას. შეხვედრას ვაფასებ ძალიან პოზიტიურად. მადლობას ვუხდი ფინანსთა სამინისტროს მოლაპარაკებებში მონაწილეობისთვის. ვიმედოვნებ, რომ რამდენიმე დღეში, ჩვენ დავასრულეთ მიმოხილვას და შევთანხმდებით განზრახულობათა წერილის ხელმოწერაზე“, - აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მარკ გრიფიტსმა.

მსოფლიოსა და რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ქართულმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოთქვა გააგრძელოს ისეთი სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ეკონომიკის განვითარებას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42