თბილისის მერი დავით ნარმანია საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის თედო კობახიძის განცხადებას მის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პროცედურულ განმარტებას უწოდებს.
მისი თქმით, იმპიჩმენტზე გავრცელებული ინფორმაცია რეალობას მოკლებულია.
„რაც შეეხება ბიუჯეტის შესაძლო დაუმტკიცებლობასთან დაკაშირებულ საკითხებს და ცალკეულ წიაღსვლებს იმპიჩმენტთან დაკავშირებით, რეალობას მოკლებულია. ჩემი აზრით, თედო კობახიძის განცხადება იყო მხოლოდ პროცედურის განმარტება იურიდიული კომისიის მხრიდან“, - ამბობს ნარმანია.
საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ თედო კობახიძემ განაცხადა, რომ უმრავლესობას თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტთან შენიშვნები აქვს. იგი იმედოვნებს, რომ შენიშვნებს მერია გაითვალისწინებს.
"თუ ჩვენი შენიშვნების გათვალისწინებით ახალი პროექტი შემოვა ამაზე მომავალში ვიმსჯელოთ. იმედია იმპიჩმენტზე არ მოგვიწევს მსჯელობა“- განაცხადა თედო კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






