„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი ადასტურებს, რომ ირაკლი ალასანიასა და პაატა ბურჭულაძეს შორის შეხვედრა შედგა.
როგორც პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ალასანია და ბურჭულაძე ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ.
„ალასანიას საოპერო მომავალზე ნამდვილად არ იქნებოდა საუბარი, მაგრამ ასევე დიდი ხანია იცნობენ ბატონი პაატა და ირაკლი ალასანია ერთმანეთს. დარწმუნებული ვარ ხედვებს გაცვლიდნენ, საქართველოს უკეთეს მომავალთან დაკავშირებით. კონსულტაციები დიპლომატებთან სხვანაირად ვითარდება ხოლმე. შეხვედრები ყველას გვაქვს საზოგადოებრივ მოღვაწეებთან. ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ ფონდი, რომელსაც ბატონო პაატა უხელმძღვანელებს, თუ იქნება მიმართული იმისკენ, რომ საქართველომ ევროპისკენ უფრო სწრაფად იაროს, ამას მივესალმები“, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
„საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს, მათ შორის "თავისუფალ დემოკრატებთან".
მასალის გამოყენების პირობები






