,,საზოგადოების სიმპათიების პოლიტიკაში კაპიტალიზაციას პრაქტიკული პოლიტიკური ნაბიჯები სჭირდება“ - ბაჩუკი ქადავა
პოლიტიკა - 14:48, 20 Nov, 2015     1420
რამდენად შეძლებს ბურჭულაძე პოლიტიკაში მხარდაჭერის მოპოვებას - ,,ნიუპოსტის“ ამ კითხვაზე ედპ-ს ლიდერი ბაჩუკი ქარდავა ამბობს: ,,ნებისმიერი ეროვნული, დემოკრატიულ დასავლეთზე ორიენტირებული პოლიტიკური ძალების გაჩენას ან არსებულის კიდევ უფრო გაძლიერებას მხოლოდ მივესალმები, რაც შეეხება კონკრეტულად ბატონ პაატა ბურჭულაძის პოლიტიკაში ჩართვას ან თუ რა პოზიციებს დაიკავებს დღევანდლ პოლიტიკურ ლანდშაფტში, ამაზე საუბარი ჯერ-ჯერობით გამიჭირდება. ბურჭულაძეს პიროვნული ავტორიტეტი და მის პოლიტიკის მიღმა საქმიანობა მის მიმართ საზოგადოებას მხოლოდ სიმპატიებით განაწყობს, მაგრამ ამის პოლიტიკაში კაპიტალიზაცია და პოლიტიკურ რეიტინგში გადაზრდა მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკული პოლიტიკური ნაბიჯების შემდეგ გამოჩნდება. ფაქტია, დღეს არც ხელისუფლება და არც საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო ოპოზიცია გადამწყვეტ უპირატესობას არ ფლობს, ისიც სახეზეა, რომ მოსახლეობის საკმაოდ სოლიდური ნაწილი გაურკვევლობაშია და ეს შანს აძლევს ბევრს, ქვეყნისთვის პოზიტიური ნაბიჯების შემთხვევაში მიიპყროს ამომრჩევლის სოლიდური ნაწილი, თუმცა ეს საბოლოოდ 2016 წელს გამოჩნდება“ - აცხადებს ქარდავა.

ედპ-ს ლიდერი თვლის, რომ საზოგადოების მხარდაჭერა ექნება იმ ძალას, რომელიც ნაცვლად დაპირისპირებისა, კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა, ქარდავას თქმით - მაქსიმალური პრინციპულობის პირობებში.

,,ხალხი თავს მოტყუებულად თვლის და ითხოვს ცვლილებებს, ისინი მიემხრობიან უფრო მეტად გახსნილ, პირველ რიგში, ცვლილებებზე ორიენტირებულ ძალას, რომელიც არა დაპირისპირებაზე არამედ პოლიტიკურ ძალებს შორის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე იქნება ორიენტირებული, თუმცა მაქსიმალური პრინციპულობის პირობებში. ვნახოთ, რამდენად მოახერხებს ბურჭულაძის ფონდი ან ასეთი ძალებისთვის ხელშეწყობას ან ასეთ პოლიტიკურ ძალად თვითონ გარდაქმნას. ჯერ ბავშვი არ დაბადებულა და ჩვენ უკვე მასზე ვსაუბრობთ. ალბათ ცოტა უნდა მოვიცადოთ და ვარჩევდი პროგნოზებისგან თავის შეკავებას, მით უფრო 2016 წლის არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი და ალბათ, ბევრი პოლიტიკური აქტივობები იქნება“ - აცხადებს ქარდავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42