არ შეიძლება ამ ადამიანებს სახლიდან "ბანკებით" მოჰქონდეთ საკვები - ქუცნაშვილი შსს-ს სარესტორნო ხარჯებზე
პოლიტიკა - 14:45, 20 Nov, 2015     4733
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ შსს-ს 2013-2015 წლების ფინანსურ ანგარიშზე, რომლის მიხედვითაც 2013-14 წლებში უწყების მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების ნაწილში 2 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, უმრავლესობის წევრს ზაქარია ქუცნაშვილს შეფასების გაკეთება უჭირს.
"ამ ინფორმაციას არ ვფლობ, მე შემიძლია გითხრათ, რომ არ არსებობს საბიუჯეტო კოდექსში ასეთი მუხლი, რომელიც დასახელებული იქნება "სარესტორნო ხარჯად", არსებობს წარმომადგენლობითი ხარჯების მუხლი, თუ ეს იგულისხმება ამ ანგარიშში მოგეხსენებათ, რომ შს სამინისტროს ყავს სპეციალური დანაყოფები, რომლებიც დღედაღამ ცხოვრობენ შს სამინისტროს დაწესებულებაში, მათ სჭირდებათ კვებითი უზრუნველყოფა. მიმაჩნია რომ სპეციალური რაზმის დანაყოფის წარმომადგენლები ყველა ვარიანტში უნდა გამოვკვებოთ, არ შეიძლება ამ ადამიანებს "ბანკით", სახლიდან მოჰქონდეთ საკვები"- აღნიშნა ჩვენთან საუბრისას "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა წევრმა.

"ნიუპოსტის" კითხვაზე, შს სამინისტრო სპეცდანიშნულების რაზმის წევრებს რესტორანში კვებავს? დეპუტატმა აღნიშნა, რომ აუდიტის ინფორმაციას არ იცნობს.
რაც შეეხება სახელფასო დანამატების სკანდალს, ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ,,დაბალი რანგის მოხელეებს პრემიის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ, მაღალი თანამდებობის პირებს - არა“
"მომხრე ვარ თვისობრივად გადავხედოთ პრემიისა და დანამატების მიღბის წესს. ფულადი ჯილდოს წელიწადის დროების მიხედვით გაცემა მიუღებელია. ეს ჯილდო დამსახურებას უნდა იყოს მიბმული და არა წელიწადის დროებს"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ქუცნაშვილმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურიის ანგარიშის მიხედვით, 2013-2014 წლებში შს სამინისტროს მიერ წარმომადგენლობითი ხარჯების ნაწილში დახარჯულია 2 მილიონ ლარზე მეტი.










მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42