„ახალი მემარჯვენეები“: „ მოვუწოდებთ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესის ერთობლივი მხარდაჭერისკენ“
პოლიტიკა - 14:42, 20 Nov, 2015     1137
,,ახალი მემარჯვენეები“ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში, პოლიტიკურ სპექტრს ერთობლივი მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. როგორც მანანა ნაჭყებიამ დღეს მაგართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მომავლისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დასკვნა, რომელსაც ველოდებით ევროკომისიისგან ამ საკითხთან დაკავშირებთ იყოს დადებითი და საქართველომ მოიპოვოს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის უფლება. ,,ამიტომ, ამ სიტუაციაში, აბსოლუტურად მიუღებლად მიგვაჩნია მსგავსი ურთიერთბრალდებები, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას“ - აცხადებს ნაჭყებია.

,,ახლები“ მოუწოდებენ პოლიტიკურ ძალებს, მომზადდეს ერთობლივი ტექსტი, სადაც ყველა პოლიტიკური ძალის მიერ დაფიქსირებული იქნება მზადყოფნა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით.

„ახალი მემარჯვენეები“ ვგმობთ ნებისმიერი მხარის მიერ ვიზალიბერალიზაციის პროცესის ხელის შეშლას და პროვოკაციებს ამ თემასთან მიმართებაში.

„ახალი მემარჯვენეები“ გამოვდივართ ინიციატივით ამ პროცესისადმი მხარდაჭერა ერთობლივად დავადასტუროთ საქართველოში მოქმედმა ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ, როგორც მმართველმა, ისე ოპოზიციურმა, ვისაც ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი მნიშვნელოვნად მიგვაჩნია.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ ძალებს დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები, რათა მომზადდეს ერთობლივი მიმართვის ტექსტი, რომელშიც დავაფიქსირებთ ჩვენს მტკიცე ნებას და მზადყოფნას საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. ამ ერთობლივი განცხადებით უახლოეს დღეებში მივმართავთ ევროკომისიას, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და ეს იქნება ჩვენი, საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობის გამოხატულებაც და გარკვეული გარანტიებიც ევროკავშირისთვის, რომ საქართველო მზად არის ამ გადაწყვეტილებისათვის.

მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური პარტიებს შორის დაპირისპირების და ერთმანეთის მიმართ კრიტიკული განწყობებისა, მოვუწოდებთ ყველა დემოკრატიულ ძალას, რომელიც აცნობიერებს თავის პასუხისმგებლობას ამ პროცესში, იხელმძღვანელოს სახელმწიფო ინტერესებით და შეუერთდეს ერთობლივ მიმართვას“ - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42