სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საერთო სასამართლოებს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გათვალისწინებისაკენ მოუწოდებს.
კერძოდ, ომბუდსმენი მოითხოვს, რომ წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვეზე მეტ ხანს არ გაგრძელდეს.
„ხარვეზები აღმოვაჩინეთ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 15 სექტემბერს გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით - „გიგი უგულავა პარლამენტის წინააღმდეგ“ საქმეში. სერთო სასამართლოებს უნდა ემსჯელათ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად და ისე გამოეტანათ გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება, რომელიც თუნდაც გიორგი ოქროპირიძის მიმართ არის გამოტანილი, სასამართლოს მხრიდან არ არის დასაბუთებული. არ არის გათვალისწინებული ის გადაწყვეტილება, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საერთო სასამართლოებმა არ უნდა მოახდინონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ინტერპრეტაცია“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






