პრეზიდენტის ყოფილი მრჩევლის, „საქართველოს განვითარების ფონდის“ წევრის - ვანო მაჭავარიანის განცხადებით პაატა ბურჭულაძის მიერ დაფუძნებულ ფონდს საზოგადოებრივ პოლიტიკური დატვირთვა ექნება. დღეს „თბილისი მერიოტში“ გამართული შეხვედრა კი ფონდის მომავალი გეგმებსა და პრიორიტეტებზე სასაუბროდ იმართება:
„ჩვენ ჯგუფში ვსაუბრობთ ფონდის საქმიანობაზე. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი მიზანი ფონდის გამვითარებაა. ვიმუშავებთ შიდა და საგარეო პოლიტიკურ, უსაფრთხოების, ეკონომიკურ და სამართლიანობის თემაზე“- განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.
ფონდის საგარეო პოლიტიკის განყოფილებას საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი რუხაძე უხელმძღვანელებს. მისი თქმით ფონდის მუშაობაში უცხოელი სპეციალიტებიც ჩაეთვებიან, ამასთანავე რუხაძე არც ფონდის პოლიტიკურ პლატფორმაზე გადასვლას არ გამორიცხავს:
„მე ვუხელმძღვანელებ საგარეო პოლიტიკის განყოფილებას, რომელშიც ჩაერთვებიან, როგორც ქართველი, ისე უცხოელი სპეციალისტები . დღეს რაც ხდება, დღეს მე ვარ განვითარების ფონდის საგარეო განყოფილების ხელმძღვანელი ხვალ ვილაპარაკებთ იმაზე, რაც იქნება ხვალ. არაფერს გამოვრიცხავ“- განაცხადა გიორგი რუხაძემ.
ბურჭულაძის ფონდის წევრია, საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის თანათავმჯდომარე, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც, მისი თქმით ფონდის მთავარი მიზანი საზოგადოებაში არსებული ინტელექტუალური პოტენციალის თავმოყრა იქნება. ამასთანავე ლაგაზიძის თქმით მათთვის საინტერესოა პოლიტიკურ წრეებში არსებული რაციონალური და ღირებული ხედვებიც, თუმცა როგორც ექსპერტი აცხადებს პოლიტიკური სუბიექტებთან კონსულტაციები არ გამართულა და არც ბიძინა ივანიშვილს არ შეხვედრია დაახლოებით წელწად ნახევარია:
„ჩვენი მიზანი გახლავთ საზოგადოებაში არსებული პროფესიული და ინტელექტუალური პოტენციალის თავმოყრა ერთ მინდორზე და შესაბამისი ხედვების ჩმაოყალიბება. სოციალური სოლიდარობა, რომელიც 13 ივნისის თაობამ გვიჩვენა, ჩვენ ვეცდებით მაქსიმალური კოორდინაცია მოვახდინოთ ამ თაობასთან. პოლიტიკური სუბიექტებთან კონსულტაციები არ გვქონია, ჩვენ ყველა ჩვენი წარსულით და ბიოგრაფიებით მოვდივართ, ვხვდებით ყველას, ჩემი პროფესიული ვალია თუ ვინმე დაინტერესდება ჩემი ხედვებით და რჩევით შევხვდეთ ყველას. ჩვენთვის საინტერესოა პოლიტიკურ წრეებში არსებული რაციონალური და ღირებული ხედვებიც. ბიძინა ივანიშვილს მე არ შევხვედრივარ დაახლოებით წელწად ნახევარია“- განაცხადა ლაგაზიძემ
სამართლის მიმართულებას ფონდში საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი დავით ჯანდიერი უხელმძღვანელებს, მისი თქმით ფონდში მუშაობისას აქცენტი გაკეთდება იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც დგას მართლმსაჯულების სისტემას და იმ პრობლემებზე, რომელიც არსებობს საქართველოს სამართლებრივი სისტემის და ევროპულ სტანდარტების შესამაბისობაში.
მასალის გამოყენების პირობები






