როგორც საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ (GIPA) პროფესორმა „ნიუპოსტს“ განუცხადა, ბურჭულაძის გაპოლიტიკოსება არც "ოცნებას" და არც "ენმ"-ს არ აწყობს.
„თუ პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში მოსვლას აპირებს, ლოგიკურია, რომ შექმნა ფონდი, სადაც ადამიანებს მოიზიდავს. აქ მოხდება საარჩევნო პროგრამაზე მუშაობა“- უთხრა „ნიუპოსტს“ შარაშენიძემ.
კითხვაზე რა საგარეო ვექტორს აირჩევს ბურჭულაძე, ექსპერტი განმარტავს, რომ საოპერო მომღრლის ირგვლივ გაერთიანებულ პირებს მკვეთრად გამოხატული პროდასავლურუ ხედვა აქვთ.
რაც შეეხება „მესამე პოლიტიკური ძალის“ შესაძლო გამოჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე, ეს თორნიკე შარასნიძემ ჩვენთან საუბრისას არ გამორიცხა და იქვე დასძინა, პაატა ბურჭულაძის ფონდის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნა არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ აწყობს.
„მათ არ აწყობთ, მესამე, ძლიერი პოლიტიკური ძალის გამოჩენა წინასაარჩევნოდ. მეორე საკითხია რამდენად ეყოფა ახალ ფონდს ადამიანური და ფულადი რესურსი გარდაიქმნას სერიოზულ პოლიტიკურ ძალად. ამას სჭირდება ძალიან ბევრი ფული. საიდან მოახერხებს პაატა ბურჭულაძის ფონდი ამ თანხის მოზიდვას, თუ ის გადაკეთდება პარტიად, ეს სხვა საქმეა. პოლიტიკა არ არის მარტივი, 2012 წელს ივანიშვილს შედარებით გაუიოლდა პოლიტიკაში მოსვლა, იმიტომ რომ მან შემოიკრიბა ის პოლიტიკური ძალები, რომლებიც სააკაშვილის დროს ერთგვარად გარიყულები იყვნენ. და რაც მთავარია, ივანიშვილს ჰქონდა ძალიან ბევრი ფული“ - დასძინა თორნიკე შარაშენიძემ.
ექსპერტი იქვე განმარტავს, რომ "დიდძალი ფული არის აუცილებელი, მაგრამ არა საკმარისი".
ცნობისთვის, ამ წუთებში „საქართველოს განვითარების ფონდის“ დამფუძნებელი, ცნობილი საოპერო მომღერალი - პაატა ბურჭულაძე სასტუმრო "თბილისი მარიოტში" საკუთარი გუნდის წევრებს ხვდება. პაატა ბურჭულაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ბურჭულაძემ სამომავლოდ პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა არ გამორიცხა, მან ასევე დაადასტურა, რომ ყოფილ პრემიერ ბიძნა ივანიშვილთან და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიასთან გარკვეული კონსულტაციებიც ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






