როგორც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე გოჩა ბაბუნაშვილი ამბობს, თბილისის მერიის მიერ მომზადებულ მთავარ საფინანსო დოკუმენტს „ბევრი რამ აქვს დასაწუნი. უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ მერია საკრებულოს შენიშვნებს გაითვალისწინებს.
„შენიშვნები ბიუჯეტთან დაკავშირებით ძალიან ბევრი გვაქვს, როგორც ინფრასტრუქტურაში, ასევე ავარიულ სახლებთან დაკავშირებით. დღეს ეს ყველაფერი თავს კომისიის სხდომაზე მოიყრის. დარწმუნებული ვარ, დავაბრუნებთ ბიუჯეტს უკან და თავიდან მოხდება მისი განხილვა. მერიის მხრიდან უნდა იქნას შენიშვნები გათვალისწინებული. შარშანდელ ბიუჯეტთან დაკავშირებითაც იყო შენიშვნები და მაშინ მერიამ ეს გაითვალისწინა. იმედია წელსაც ასე მოხდება, რადგან წლევანდელ ბიუჯეტს ბევრი რამე აქვს დასაწუნი. რაც შეეხება ნარმანიას იმპიჩმენტს, ეს მოარული ჭორებია. არ ვიცი თედო კობახიძემ რა თქვა, ეტყობა მას ჩემზე მეტი ინფორმაცია აქვს... ვერაფერს გეტყვით“, - აღნიშნა ბაბუნაშვილმა.
საკრებულოში თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს განიხილავენ. ცნობილია, რომ პროექტს მხარს არ უჭერს საკრებულოს ოპოზიცია.
მასალის გამოყენების პირობები






