„მე არასოდეს მიფიქრია, რომ გავხდებოდი ოპერის მომღერალი და ცხოვრებამ ასე ამიძულა, ამიძულა კი არა მომცა შანსი, რომ ვყოფილიყავი ოპერის მომღერალი და გამოვიყენე. არასდროს არ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი ქველმოქმედი, მაგრამ ცხოვრებამ შექმნა ის პირობები, რომ გავმხდარიყავი ქველმოქმედი. დღესდღეობით მე ჩამოვაყალიბე ფონდი, თუ რამე მოხდება კიდე, მე არ ვუარყოფ, არც კის გეუბნებით არც არას, თუ ცხოვრება მე მანახებს, რომ ეს არის აუცილებელი გავაკეთებ ამას“- განაცხადა ბურჟულაძემ.
ბურჭულაძემ საპრეზიდენტო კანდიდატად მის წარდგენასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ის გამორიცხავს დღეს ამ თემაზე ლაპარაკს, თუმცა ბურჭულაძეს მომავალში ამის შესაძლებლობა არ გამოურიცხავს.
პაატა ბურჭულაძემ თავის საოპერო კარიერაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი კონტრაქტები ამ დროისთვის გაუქმებულია.
„მე გავაუქმე დროებით, ან შესაძლოა სრულებით ყველა კონტრაქტი. ეს ფონდი ძალიან საჭიროა, მე ყვალეფერი ამ ფონდში გავცვალე.“- აღნიშნა ბურჭულაძემ.
ბურჭულაძემ მომავალ თანამშრომლობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ითანამშრომლებს ყველასთან ვისთვისაც საქართველოს ბედი და საქართველოს მოქალაქეები მნიშვნელოვანია. ამასთანავე ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მას კონსულტაციები სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთანაც ჰქონდა.
მასალის გამოყენების პირობები






