საკრებულოში დღეს თბილისის 2016 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. ამის შემდეგ დოკუმენტი შენიშვნებით დედაქალაქის მერიაში დაბრუნდება.
უმრავლესობაში ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ.
„ბიუჯეტთან დაკავშირებით უმრავლესობას მთელი რიგი შენიშვნები აქვს. ჩვენ ბიუჯეტს ამ შენიშვნებით მივაბრუნებთ მერიაში. ეს არის პროცედურა. დეკემბერში იმედია გათავალისწინებული იქნება შენიშვნები. იმედია მერია გაითვალისწინებს ჩვენს შენიშვნებს“, - ამბობს საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძე.
ოპოზიციაში უკვირთ მმართველი გუნდის კრიტიკული დამოკიდებულება მერიის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე. მათი ვარაუდით, ეს მიუთითებს იმაზე, რომ საკრებულოს უმრავლესობას უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება დავით ნარმანიას იმპიჩმენტის შესახებ.
„როგორ ჩანს მიღებულია გადაწყვეტილება დავით ნარმანიას თანამდებობიდან ჩამოშორებაზე. როგოც ჩანს ამ ყველაფერზე უკვე ღიად გამოხატავს უკმაყოფილებას ბიძინა ივანიშვილი, სხვა შემთხვევაში „ქართული ოცნების“ ესეთი კრიტიკული დამოკიდებულება აუხსნელია“, - ამბობს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე.
მასალის გამოყენების პირობები






