დიპლომატთა კლუბის განცხადებით ვიზალიბერალიზაცისთან დაკავშირებით პრემიერი ფაქტებს ამახინჯებს
პოლიტიკა - 20:43, 19 Nov, 2015     1742
დიპლომატთა კლუბი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხნაურება. კლუბის წევრების თქმით ისინი შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ ხდება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხის შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვის მცდელობა და ფაქტების დამახინჯება:

„დიპლომატთა კლუბი თავს მოვალედ მიიჩნევს გამოეხმაუროს პრემიერ მინისტრის დღევანდელ განცხადებას, რომელიც ეხებოდა ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის საკითხს. საქართველოს დიპლომატთა კლუბისთვის, მისი თითოეული წევრისთვის, საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირში, მათ შორის უვიზო მიმოსვლის, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დამყარების მეშვეობით, წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს. ეს ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, როგორც საქართველოს მოქალაქეებისათვის და ასევე სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ყოველი ჩვენგანი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერს აკეთებდა და დღემდე აკეთებს იმისათვის, რომ აღნიშნული პროცესი წარმატებით დასრულდეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში.

გვინდა აღვნიშნოთ რომ ეს პროცესი დაიწყო 2010 წელს ევროკავშირთან ვიზის ფასილიტაციის შეთანხმებით,ხოლო ევროკავშირმა საქართველოსთან ვიზების ლიბერალიზაციაზე პოლიტიკური დიალოგი 2012 წლის ივნისში დაიწყო.

შესაბამისად, აღნიშნულის მიღწევა არა მხოლოდ პრაგმატული მოსაზრებებით გვსურს, არამედ აღნიშნული ჩვენთვის პრინციპის ამბადაც არის ქცეული.

ჩვენ რეგულარულად ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე პროცესებს და ვინარჩეუნებთ შესაბამის კონტაქტებს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან და მეგობრებთან. სიამოვნებით მოვისმინეთ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა უახლესი განცხადებები, რითაც გვაუწყეს, რომ პროცესი ეფექტურად მიმდინარეობს და არსებობს საფუძვლიანი მოლოდინი იმისა, რომ უახლოეს მომავალში ევროკავშირთან შეასაძლოა მივაღწიოთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმს.

იმავდროულად შეშფოთებულნი ვართ, რომ ერთის მხრივ ხდება ჩვენი ქვეყნისათვის და მოსახელობისთვის ამ უმნიშვნელოვანესი საკითხის შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებაში ჩართვის უადგილო მცდელობა და მეორეს მხრივ, ადგილი აქვს ფაქტებისა და რეალობის აშკარა და საღ აზრს მოკლებულ დამახინჯებას. ევროპული არჩევანი საქართველოს მოსახლეობის სურვილი და მიზანია და არა რომელიმე ცალკე აღებული მთავრობის. შესაბამისად, იმის მტკიცება, რომ უვიზო მიმოსვლაზე ევროკავშირთან დიალოგი საქართველოს დღევანდელი მთავრობის ინიცირებული და განხორციელებულია, ვერანაირ პოზიტიურ შედეგს ვერ მოუტანს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც მის ფარგლებს გარეთ. მითუმეტეს, რომ აღნიშნული ცალსახად სიცრუეა.

ასევე გვიჩნდება კითხვები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების სიმართლესა და ადეკვატურობასთან დაკავშირებით, როდესაც ვისმენთ ისეთ განცხადებებს, რისი დადასტურებაც შეუძლებლად მიგვაჩნია. კლუბის წევრები ყოველდღიურ კონტაქტში ვიმყოფებით ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან და გაგვაჩნია ამომწურავი და განახლებული ინფორმაციები საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობებში არსებული ვითარებაზე. ჩვენთვის უცნობია ისეთი ფაქტები, როდესაც საქართველოს პოლიტიკური სპექტრის სერიოზული წარმომადგენლები მოუწოდებდნენ ევროკავშირს შეეჩერებინა ან გადაედო უვიზო რეჟიმის შემოღების პროცესი. უფრო მეტიც, აღნიშნული გაკეთება არა მხოლოდ ქვეყნის საზიანო ქმედება იქნება, არამედ ჩვენი შეფასებით წარმოადგენს პოლიტიკური სუიციდის მცდელობასაც, რაზეც ვეჭვობთ, რომელიმე საღად მოაზროვნე და მითუმეტეს სერიოზული პოლიტიკური ძალის წარმომადგენელმა მოაწეროს ხელი. შესაბამისად, როდესაც ვისმენთ ასეთ დაუსაბუთებელ და ჩვენი აზრით ცრუ ბრალდებებს, გვიჩნდება კითხვები თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებების სხვა ასპექტები. ნებისმიერ შემთხვევაში, ზიანის მომტანად მიგვაჩნია ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დადგმული სცენების მოწყობა, განსაკუთრებით კი, ხელისუფლების მხრიდან. დიპლომატთა კლუბი მოუწოდებს საქართველოს ყველა პოლიტიკოს, ყველა ჩვენს მოქალაქეს, ერთობლივად და ყველამ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად შემჭოდროებულ ვადებში საქართველომ მიაღწიოს მისი მოქალაქეების მიერ დადგენილი ამოცანების შესრულებას.“- აღნიშნულია განცხადებაში.

პრემიერ ღარიბაშვილის თქმით ის დავალებები, რაც საქართველოს მთავრობას ეკისრებოდა, შესრულებულია. „ამას ერთხმად აღიარებს ევროკავშირი. ეს პროცესი დაიწყო ჩვენი მთავრობის დროს, მანამდე რატომღაც ამაზე არავინ ფიქრობდა. მოლდოვამ ეს გაცილებით ადრე დაიწყო და მათ უკვე აქვთ უვიზო მიმოსვლა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოს იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება ევროკავშირში და შემდეგ 28-ვე წევრი უნდა დაეთანხმოს აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას".- განაცხადა ღარიბაშვილმა. ამასთან, პრემიერმინისტრმა ენმ-ის წევრები დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიღების ხელშეშლაში დაადანაშაულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42