„დასანანია, რომ მათ მოუწიათ ამ აქციის გამართვა თავიდან იუსტიციის სახლთან და მერე გაიგეს, რომ თურმე იუსტიციის მინისტრი იუსტიციის სამინისტროში ზის და არა იუსტიციის სახლში. მაგრამ ალბათ ამაშც დაიხვეწებიან მომავალში. შეეტყოთ, როგორც ჩანს ჩემი პარტიიდან გასვლა და აღარ იციან სად ვზივარ. რაც შეეხება თვითონ სლოგანებს ამ აქციის, მე ვხედავ, რომ სამწუხაროდ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთი ნაწილი უკან სვლის რეჟიმშია და არ აძლევს პარტიას განვითარების საშუალებას. ჩემ დროს როცა მე პარტიის წევრი ვიყავი მომიწყვია აქცია ადეიშვილის წინააღმდეგ გირგვლიანის საქმეზე. დღეს პარტიის ერთი ნაწილი აქციას აწყობს და აპროტესტებს, იმ უაღრესად დადებით მოვლენას, რაც არის მთავარი პროკურორის გამჭვირვალედ შერჩევა“- განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ დღეს „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ იუსტიციის სამინისტროსთან აქცია გამართა. მათი თქმით შოთაძე ბიძინა ივანიშვილის კადრია. მათ თან ქონდათ მიტანილი პლაკატები, წარწერით: „წულუკიანი გამპრავებელი“, „მონოპოლიზირებული პროკურატურა“ და ასე შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






