კარასინი- აბაშიძის შეხვედრა დასრულდა- აბაშიძის თქმით აფხაზეთის რკინიგზის საკითხი არ განხილულა
პოლიტიკა - 18:27, 19 Nov, 2015     1892
პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინისა და საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის შეხვედრა დასრულდა.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით შეხვედრაზე, რომელიც სამ საათს გრძელდებოდა ფორმატით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, მათ შორის სატრანსპორტო, სავაჭრო-ეკონომიკური და ჰუმანიტარული თემები. საუბარი იყო რუსეთის მხრიდან სავიზო რეჟიმის გამარტივებაზეც. აბაშიძის თქმით გარდა ამ საკითხებისა საუბარი შეეხო ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ ადამიანების გატაცების და რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ქართველების საკითხსაც.

„ჩვენ დავადასტურეთ ჩვენი უაღრესად უარყოფითი დამოკიდებულება იმ მოვლენების მიმართ, რაც ხდება საოკუპაციო ხაზთან. აღვნიშნეთ, რომ ეს არის ელემენტარული ადამიანური ნორმების უგულვებელყოფა , რომ აღარაფერი ვთქვათ საერთაშორისო ნორმებზე და სამართალზე.“- განაცხადა აბაშიძემ. მისი თქმით მიუხედავად კარასინის მხრიდან მცდელობისა აფხაზეთის რკინიგზის საკითხის განხილვა შეხვედრაზე არ მომხდარა. „ჩვენ ვუთხარით რომ ის ფორმულა, რაც მათი მხრიდან გაჟღერდა არის აბსოლუტურად მიუღებელი“- აღნიშნა აბაშიძემ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგორი კარასინს კომენტარი აღარ გაუკეთებია , თუმცა შეხვედრის დაწყებამდე მან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლის განხილვასაც საქართველოს პრემიერის წარმომადგენელთან აპირებდა:

"უწინდებურად ვმუშაობთ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზე. თუმცა, საკითხი მარტივად არ დგას იმ მოვლენების გამო, რომელიც ახლა ევროპასა და ახლო აღმოსავლეთშია. გვინდა რომ ამ პროცესებმა როგორღაც გვერდი აუაროს ჩვენი და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობას. თავდაუზოგავად ვმუშაობთ ამ თემებზე და ნამდვილად შეგვიძლია რაღაც საკითხები გადავჭრათ ამ სფეროში. გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში გააქტიურდა კონტაქტები ჩვენს არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. მათ შორის სტუდენტურ ორგანიზაციებს, მეცნიერებს შორის, რაც ძალიან კარგია, რადგან ხალხს საშუალება აქვს განიხილოს ყველა ის საკითხი, მათ შორის რთულიც, რომლებსაც აქ გავურბივართ, გასაგები მიზეზების გამო. ამჯერად ჩვენი დელეგაცია გავაფართოვეთ. შევიყვანეთ ტრანსპორტის მინისტრის თანაშემწე და ამ სფეროში უფრო დეტალურად ვილაპარაკებთ," - განაცხადა გრიგორი კარასინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42