ღარიბაშვილი და ხადური რიცხვებით მანიპულირებენ, რომ პენსია არ გაზარდონ- ჭიაბერაშვილი
პოლიტიკა - 16:36, 19 Nov, 2015     1270
ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ხელისუფლება იმ მოტივით, რომ პენსია არ გაზარდოს ციფრებით მანიპულირებს და იტყუება. ამის შესახებ ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა

"ბიძინა ივანიშვილის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში 220-ლარიანი პენსიის დაპირებით მოვიდა, ციფრებით მანიპულირებს და ოღონდ პენსია არ გაზარდოს, ყველანაირ ტყუილს კადრულობს.

ვიმეორებთ: 2012 წელთან შედარებით 2016 წელს ხალხს მთავრობის შენახვა 456 ლარით მეტი დაუჯდება.

განცხადება იმის თაობაზე, თითქოს ამ ნამატში მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება შედის, ტყუილია, რადგან მასაწავლებელთა ხელფასი სკოლების ვაუჩერული დაფინანსების ნაწილია.

სიმართლეს არ შეესაბამება ღარიბაშვილისა და ხადურის ის განცხადებაც, თითქოს პოლიციელთა და ჯარისკაცთა შრომის ანაზღაურება მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. სინამდვილეში, თავდაცვის სამინისტროს შრომის ხარჯები მხოლოდ 9 მლნ ლარითაა გაზრდილი, ხოლო შს სამინისტროსი - 33 მლნ ლარით.

ეს ზრდა არაფერია იმასთან შედარებით, როგორც გაიზარდა ბიუროკრატიის ხარჯები სხვადასხვა უწყებებში.

ამ თვალსაზრისით „მაგალითის მიმცემი“ თავად ღარიბაშვილია: მხოლოდ მთავრობის ადმინისტრაციის ხარჯი 12-დან 17 მლნ ლარამდე გაიზარდა.

პარლამენტის შენახვა 12 მლნ ლარით მეტი გვიჯდება, ხოლო იუსტიციის სამინიტროსი - 15 მლნ ლარით.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომელთა რაოდენობა გაორმაგდა, ხოლო შრომის ანაზღაურება გასამმაგდა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის 3 წელი სოფელს რამენაირად პოზიტიურად დაეტყო. პირიქით, სოფლად სიღარიბე გაზრდილია.

თანამშრომელთა რაოდენობა გასამმაგდა გარემოს დაცვის სამინისტროში, ხოლო ბიუროკრატიის ხარჯი 4-ჯერაა გაზრდილი.

სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში თანაშრომელთა რაოდენობა თითქმის გაოთხმაგდა, ხოლო შრომის ანაზღაურება თითქმის 3-ჯერაა გაზრდილი.

ეს ბიუროკრატიის ზრდის რამდენიმე კონკრეტული მაგალითია. ცალკე საუბრის თემაა მუნიციპალიტეტებში ბიუროკრატიისა და, შესაბამისად, არასაჭირო ხარჯების ზრდა.

და ეს მაშინ, როდესაც 3 წლის განმავლობაში, სწორედ ამ მთავრობის, სწორედ ამ ჩინოვნიკების გამო ქართული საზოგადოება დადგა მწვავე ეკონომიკური პრობლემების წინაშე. შემცირდა ეკონომიკური ზრდა, გაიზარდა უმუშევრობის დონე და სიღარიბე, გაძვირდა წამალი და სურსათი. განსაკუთრებით ამან პენსიონრებზე იმოქმედა.

ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ხელმოწერების შეგროვებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ვაიძულოთ ივანიშვილის მთავრობა, პენსია 50 ლარით გაზარდოს."- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42