გაზრდილი დანამატები და გაბერილი შტატები - "მთავრობა ადმინისტრაციული რესურსს არჩევნებისთვის ამზადებს"
პოლიტიკა - 17:08, 19 Nov, 2015     2550
"ქართული ოცნებას" საუკეთესო მეოთხე წელი დაუდგა. სხვადასხვა სამინისტროების პირველ პირებს მმართველობის სამი წლის თავზე მადა იმდენად გაეხსნათ, რომ მთავრობის სახელფასო დანამატი წელს 45 მილიონი ლარით განისაზღვრა.

პრემიებისა და დანამატების გაცემის პრაქტიკა კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ მას შემდეგ გახდა, რაც მთავარმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ საჯარო დაწესებულებებში მკვეთრად გაიზარდილი დანამატების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის სამინისტროში დანამატები 69%-ით გაიზარდა, იუსტიციის სამინისტრო 206%-ით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 414%-ით, სახელფასო დანამატების ზრდის რეკორდსმენი კულტურის სამინისტროა გიორგაძის უწყებაში დანამატმა 1509%-ი შეადგინა, რაც შეეხება ჯანდაცვას მისი სახელფასო დანამატი 270%-ია.

თორდიას დასკვნით, მსუყე პრემიის გაცემა სოლიდური ოდენობის დანამატის სახით შეიცვალა. მთავარი აუდიტორის განცხადებით მთავარი პრობლემა არის ის, რომ წინასწარ არ შეიძლება განისაზღვროს რამდენი იქნება სახელფასო დანამატის სახით გაცემული.

კულტურის მინისტრმა აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის თანახმად, მის სამინისტროში მიმდინარე წლის 8 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თანამშრომლებს სახელფასო დანამატები კოლოსალურად გაეზარდათ, „არაადეკვატური“ და „სამარცხვინო“ უწოდა.

მიხეილ გიორგაძე თორდიას სამსახურს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს.

„ანალიზი იყო გაკეთებული, სიტუაციას წარმოაჩენდა იმგვარად, თითქოს შრომის ანაზღაურება გაიზარდა 1500%–თ, თუ ეს მართალია, 50 ათასზე მეტი ხელფასი მქონია. ალბათ შემდგომი გამოკვლევების და გარკვევის საგანია. მე ბატონ ლაშას ადგილას იმ თანამშრომლებს, რომლებიც ასეთ ანგარიშს მომაწვდიდნენ, როგორ მინიმუმ გავათავისუფლებდი სამსახურიდან“ – განაცხადა მინისტრმა.

გიორგაძეს დღეს მოუწია დაედასტურებინა რომ მის უწყებაში სახელფასო დანამატები გაზრდილია.

რამდენით გაიზარდა დანამატები კულტურის სამინისტროში და რა სხვაობაა თავად სამინისტროსა და აუდიტის სამსახურის მონაცემებს შორის, გიორგაძეს არ დაუკონკრეტებია. მინისტრს ასევე არ განუმარტავს, რა სახის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება მოუწიათ მის თანამშრომლებს დამატებით საათებში და რომელმა პროექტმა მოითხოვა მათგან სამუშაო საათების დამატება.

აუდიტის სამსახურს კალკულაციას უწუნებს ნოდარ ჯავახიშვილიც.

ინფრასტრუქტურის მინისტრისთვის აუდიტის სამსახურის მიერ დასახელებული ციფრები გაუგებარია.

"ბაზა არ არის სწორად აღებული. როდესაც ეს ციფრები ვნახე, პირველი მე ეს ვიკითხე, არავისთვის არ დამინიშნია დანამატი და როგორ მოხდა დაახლოებით 200%-იანი ზრდა. ბაზა უნდა აიღო შესაბამისი. არ შეიძლება ერთი წლის 6 თვე აიღო და მეორე წლის 12 თვე", - განაცხადა ჯავახიშვილმა.

"ახალი პოლიტიკური ცენტრში" კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვით დაკავებულია იმიტომ, რომ ეს ადმინისტრაციული რესურსი 2016 წლის არჩევნებისთვის გამოიყენოს.

„ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში ზღვა ხალხი ყავთ დასაქმებული, მათ შორის, ზოგი თბილისში ცხოვრობს და უბრალოდ იქ გაფორმებულია. ჩვენ ძალიან ბევრ ფულს ვფლანგავთ სახელმწიფო ბიუროკრატიის შენახვაზე, რომელიც ამ ხელისუფლებას ჭირდება იმისათვის, რომ შემდეგ ეს ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენოს 2016 წლის არჩევნებისთვის. ამის გამო დგას საქართველოს ეკონომიკა" - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ, წინა წელთან შედარებით 23 მილიონით გაიზარდა შტატგარეშე თანამშრომლების ანაზღაურება.

“ქვეყანაში 2014 წელსთან შედარებით 23 მილიონით გაიზარდა შტატგარეშე თანამშრომლების ხელფასის ანაზღაურება, ესენი არიან ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებიც არ მუშაობდნენ მანამდე. ამ ციფრმა შეადგინა მხოლოდ 9 თვეში 107 მილიონი.

2014 წელთან შედარებით პერემიები და დანამატები 17 მილიონით გაზარდა. მთავრობამ იეშმაკა, შეამცირა პრემიები მაგრამ დანამატების რაოდენობით გაასწრო პრემიებს.

მთავრობის ადმინისტრაცია თუ 2012 წელს ანაზღაურება 5 მილიონი დღეს არის 9 მილიონი. უნიათობას, უცოდინრობას მავნებლობა დაემატა. როდესაც ადამიანი არ არის კომპეტენტური ის ღიზიანდება. ამ პერიოდში ის ყოფს საზოგადოებას”- განაცხადა დეპუტატმა.

"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ალექსი პეტრიაშვილი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ კვალიფიციურ მუშაკებს მაღალი ანაზღაურება უნდა ჰქონდეთ, თუმცა სახელფასო დანამატებისა და პრემიების გამოწერა დღევანდელი ხელისუფლების აქილევსის ქუსლად იქცა.

"კვალიფიციურ საჯარო მოხელეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ადეკვატური ხელფასი. დანამატი უნდა იყოს მკაფიოდ გაწერილი და რაც მთავარია გამჭვირვალე. დღეს კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეს მინისტრზე სამჯერ მეტი ანაზღაურება აქვს აღებული"- აცხადებს პეტრიაშვილი.

მისი თქმით, ქვეყანაში არსებული მძიმე ვითარების პარალელურად, ბიუროკრატიული ხარჯების ზრდა, დამსახურებული კრიტიკის საგანია.

"ხელისუფლება, როგორც ჩანს ამ საჯარო მოხეელეებს მოაიაზრებს არჩევნებისთვის "ქართული ოცნების" ერთგულ მხარდამჭერად"- დასძინა მან.

საპრემიო სისტემასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტებს.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის IDFI დირექტორი გიორგი კლდიაშვილი თვლის, რომ დანამატი იგივე პრემიაა.

„იმ ნაწილში, რომ მაღალი თანამდებობის პირები არ იღებენ პრემიებს, ასე არ არის. მინისტრის მოადგილეებს თუ გულისხმობდა პრემიერი - ცდება, თუ მინისტრებს, ამ შემთხვევაში მართალია. დანამატი არის იგივე პრემია, რაც იყო წინა ხელისუფლების დროს და რასაც ჩვენ ცუდ პრაქტიკას ვეძახდით, იმ განსხვავებით, რომ სისტემა არის უფრო გამჭვირვალე" - აღნიშნავს გიორგი კლდიაშვილი.

"ნიუპოსტი" ეკონომიკის ექსპერტ რომან გოცირიძესაც ესაუბრა.

"ახალი ხელისუფლების პირობებში საშინლად გაიზარდა თვითმმართველობის ორგანოები, სადაც სკამს ვერ დადგამ იმდენი შტატიანი და უშტატო თანამშრომელია აიყვანეს, რომ კომიკური გახდა ვითარება. ზოგიერთ სამსახურში სკამიც არ აქვს დასაჯდომი. უნდა არსებობდეს ეფექტური სახელმწიფო აპარატი, რომელთაც უნდა ჰქონდეთ მაღალი ხელფასი. ამიტომ როდესაც აქცენტი კეთდება, რომ მინისტრს აქვს მაღალი ხელფასი ან ვიღაცას აქვს მაღალი ხელფასი, ეს მთავარ პრობლემად რჩება, რომ არის უამრავი უმოქმედო ადამიანი. დღეს რეაულურად 10 ადამიანი აკეთებს 2 ადამიანის საქმეს. ეს არის პრობლემა. მართლაც რომ იყოს იმაზე მაღალი ხელფასი, როგორიც დღეს აქვთ სახელმწიფო მოხელეებს, მაგრამ ისინი დატვირთული იყვნენ გაცილებით უფრო, ვიდრე დღეს, ამაზე შეიძლება არც შემობრუნებოდათ ენა, თუ რატომ იღებენ მაღალ სახელფასო დანამატს. მაღალი ხელფასი არის კორუფციის დაზღვევისა და კარგი მუშაობის სტიმული თუმცა დღეს ხელფასებს არაფრისთვის ღებულობდნენ. ყველა ბიუროკრატიული ზრდა საბოლოო ჯამში არჩევნებთან არის დაკავშირებული" - აღნიშნა გოცირიძემ.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისრის ირაკლი ღარიბაშვილის ღია კრიტიკის შემდეგ, მმართველი გუნდი პარლამენტში გენერალურ აუდიტორის დაიბარებაზე უკვე ალაპარაკდა.

„ქართულ ოცნებას“ აინტერესებს რაზე დაყრდნობით, დადო ლაშა თორდიამ დასკვნები სახელმწიფო უწყებებში სახელფასო დანამატების შესახებ.

„აუდიტის სამსახურს მოვიწვევთ, რადგან ნამდვილად არ იყო სწორი განცხადება სამსახურის მიერ,“ - აცხადებს ზურაბ ტყემალაძე.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42