ამის შესახებ ნოდარ ჯავახიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პირადად მას სამინისტროში სახელფასო დანამატი არავისთვის დაუნიშნავს.
"ბაზა არ არის სწორად აღებული. როდესაც ეს ციფრები ვნახე, პირველი მე ეს ვიკითხე, არავისთვის არ დამინიშნია დანამატი და როგორ მოხდა დაახლოებით 200%-იანი ზრდა. ბაზა უნდა აიღო შესაბამისი. არ შეიძლება ერთი წლის 6 თვე აიღო და მეორე წლის 12 თვე", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, საჯარო დაწესებულებებში მკვეთრად გაიზარდა დანამატის განაცემები.
"ინფრასტრუქტურის სამინისტროში დანამატები 69%-ით გაიზარდა, იუსტიციის სამინისტრო 206%-ით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 414%-ით, კულტურის სამინისტროში 1509%-iთ, ჯანდაცვის სამინისტროში 270%-ით და ინფრასტრუქტურის სამინისტროში 200%-ით და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, რომ პრემიის გაცემა შეიცვალა დანამატით“, - ამბობს თორდია.
მასალის გამოყენების პირობები






