„ვერ ვპოულობ ჩემს თავში ძალას განო და კოტე ერთად ვიყო“- განო მელითაურის ამაღელვებელი პოსტი
სოც.მედია - 15:02, 19 Nov, 2015     7753
განო მელითაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელიც საახალწლო განწყობის მოახლოებამ დააწერია. მისთვის პირველი ახალი წელი იქნება კოტეს გარეშე და ლოლასთან ერთად, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ დაიბადა.

„მალე დეკემბერი მოვა... დაიწყება საახალწლო ორომტრიალი... გამოგონილ დღესასწაულს ჩაბღაუჭებული გარემო, რომელიც ელვისებური სისწრაფით იბრუნებს მხარეს, შეიცვლის ფერებს და კიდევ ერთხელ შემომახეთქებს აბსურდულ რეალობას... ყველა და ყველაფერი ერთიანად გადაეწყობა - კომპანიების საახალწლო გზავნილები, საახალწლო ვიტრნები საახალწლო პროგრამები ტელევიზორში... საახალწლო ბანერები რეალურ და ვირტუალურ სივრცეებში, ბავშვების გულუბრყვილო სურვილები, რომლებსაც ბაღებში და სკოლებში დააწერინებენ თოვლის ბაბუისთვის... ყველა დღესასწაულის მოლოდინში იქნება! ყველა ჩემს გარდა!.. მე აღარავინ შემიქმნის დღესასწაულს!.. მე თავად მომიწევს მისი მოგონება!
ძალით, გულგასიებული წავალ ნაძვის ხის საყიდლად, რადგან თავს დავაჯერებ ძველის დადგმა ცუდი იქნება ბავშვებისთვის. ჩემს მითურ სახლში გაჯის, ცემენტის, დამტვრეული ფილების და ცარიელი ნაჩუქარი საღებავით შეღებილი კედლების გარემოცვაში (რომლის ფერსაც წყობიან გამოვყავარ). წარწერიან ყუთებში სათამაშოების გადასარჩევად ბეტონის იატაკზე დავჯდები. მერამდენე სახლს იცვლიან ეს ყუთები? შეთხვევით, კედელზე უაზროდ აყუდებულ სარკეში საკუთარ ანარეკლს მოვკრავ თვალს... უცხოა აქაურობა, მაგრამ ბავშვებს სჭირდებათ დღესასწაული, ფერადი, სიცოცხლით სავსე, ჯადოსნური... თუმცა მას არც ნივთები, არც საჩუქრები ან დეკორაცია. არა!! დღესასწაულს მე და შენ ვქმნიდით სანუკვარო! და ვერ ვპოულობ ჩემს თავში ძალას განო და კოტე ერთად ვიყო, რადგან ახალ წელს ყოველთვის, ყოველთვის ისეთვე პატარა ვიყავი შენთან ერთად, როგორც ტასო, თარაში და ლოლა არიან დღეს“-წერს განო მელითაური ფეისბუკის საკუთარ დვერდზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42