მისი თქმით, სამინისტროს ბიუჯეტში სახელფასო დანამატი გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 1 235 067 ათასი ლარით მეტი განისაზღვრა.
თორდიას განცხადებით მთავარი პრობლემა არის ის, რომ წინასწარ არ შეიძლება განისაზღვროს რამდენი იქნება სახელფასო დანამატის სახით გაცემული.
„ჩვენ არ ვსაუბრობთ ხელფასების ზრდაზე ცალკეულ უწყებებში და არ ვეწინააღმდეგებით პოლიციელებისთვის, ექიმებისთვის და ჯარიკსაცებისთვის შრომის ანაზღაურების ზრდას. ჩვენი შეფასება მიმართულია პრემიების დანამატებით ჩანაცვლებაზე. დანამატის ნაწილში კულტურის სამინისტროში, სადაც განსაზღვრული იყო 81 832 ლარი, 2015 წლის ამავე მუხლში განსაზღვრულია 1 316 899 ლარი. კულტურის სამინისტროს დაემატა საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ანუ მათი თანხების აკუმულირება მოხდა სამინისტროს ბიუჯეტში. თუმცა ჩვენი პრობლემა წარმოადგენს იმაში, რომ არ შეიძლება დანამატები წინასწარ იყოს განსაზღვრული", - ამბობს თორდია.
შეგახსენებთ, რომ მთავარმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ საჯარო დაწესებულებებში მკვეთრად გაიზარდილი დანამატების შესახებ ინფორმაცია 2 დღის წინ გაასაჯაროვა.
"ინფრასტრუქტურის სამინისტროში დანამატები 69%-ით გაიზარდა, იუსტიციის სამინისტრო 206%-ით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 414%-ით, კულტურის სამინისტროში 1509%-ოთ, ჯანდაცვის სამინისტროში 270%-ით და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, რომ პრემიის გაცემა შეიცვალა დანამატით“, - განაცხადა თორდიამ.
მასალის გამოყენების პირობები






