საქართველოში ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
პოლიტიკა - 10:41, 19 Nov, 2015     1647

საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ტაიფუნ კარაკაპლანი დააკავეს.

აღნიშნული პირი ვისბადენის ინტერპოლის მიერ 19.06.2013 წლიდან საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა. მას გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 242-ე, 244-ე, 263-ე, 263 ა-ე, 267-ე, 22-ე, 52-ე, 53-ე და 54-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა ედება ბრალად, რაც ქურდობას, საცხოვრებელში შეჭრით ქურდობას, თაღლითობას და კომპიუტერულ თაღლითობას ითვალისწინებს.

ტაიფუნ კარაკაპლანმა ბანკში სესხის მიღების მიზნით, ხელფასის ცნობა და შრომითი ხელშეკრულება გააყალბა. დოკუმენტებში არსებულმა მთელმა რიგმა უზუსტობებმა გამოიწვია ეჭვი, რომ საბუთები გაყალბებული იყო და სესხის გაცემა არ განხორციელდა. ასევე, ბრალდებულმა კუსტარულად დამზადებული გასაღების გამოყენებით საცხოვრებელ ბინაში შეაღწია და სხვადასხვა ნივთი მოიპარა; მოპარული საბანკო ბარათის გამოყენებით კი, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, ოთხჯერ განახორციელა საგადასახადო ოპერაცია, რის შედეგადაც 1 000 ევრო მიითვისა.

ამჟამად ტაიფუნ კარაკაპლანის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42