პრემიერის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები გიორგი კანდელაკი და დავით ბაქრაძე ევროკავშირს სთხოვენ, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ ევროპელმა კოლეგებმა ეს ინფორმაცია მინისტრთა კაბინეტის წევრებს დაუდასტურეს.
„ძალიან წარმატებული ვიზიტი იყო ბრიუსელში. გამოიკვეთა სერიოზული ნიშნები და მივიღეთ პოზიტიური მინიშნებები. მაღალი ალბათობით ჩვენ გვექნება პოზიტიური გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით. ერთადერთი ვინც ბრიუსელში, ევროკავშირში და ევროპარლამენტში ითხოვდა, რომ საქართველომ უვიზო მიმოსვლა არ მიიღოს, ესენი არიან დავით ბაქრაძე და გიორგი კანდელაკი. მათ უთხრეს, კი მაგრამ თქვენ არ ხართ საქრათველოს მოქალაქეები? კანდელაკს და ბაქრაძეს უთქვამთ, რომ ამ მთავრობის პირობებში არ არის სასურველი, რომ საქართველომ უზვირო მიმოსვლა მიიღოსო. ამას რა უნდა დავაქვა, თუ არა მტრობა ჩვენი ხალხის“, - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






