როგორც ალიბეგაშვილმა აღნიშნა, საკრებულოში ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს არ გამორიცხავს.
"ბატონი დავითის და ჩვენი ქალაქის მთავრობის წარმომადგენელთა გადაწყვეტილება მათია. თვითონ უნდა განსაზღვრონ დამოკიდებულება. საკრებულოში ჩვენ მრავალფეროვანი წარმომადგენლობა გვაქვს, არიან ნაციონალები და სხვა პარტიების წარმომადგენლები და ბუნებრივია უნდა გვქონდეს გარკვეული სახის მოლაპარაკებები" - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმდჯომარემ.
თბილისის მერი დავით ნარმანია ოპოზიციას დესტრუქციულ და კონსტრუქციულ ოპოზიციად ყოფს. მისი თქმით, სწორედ დესტრუქციულ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე ამბობს ის უარს.
„კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ და ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ელემენტი, მაგრამ არიან რიგი დესტრუქციული ძალებისა, რომელთათვისაც უბრალოდ ინფორმაციის მიწოდებასაც კი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ თეთრზე ისაუბრონ შავით. საზოგადოებამ კარგად იცის ვინ არიან ესეთნი და ვინ არიან ისეთნი“ - განაცხადა დღეს დავით ნარმანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






