"მაგარ ტიპური და ძველბიჭური რიტორიკა"- ნარმანიას ოპოზიცია პასუხობს
პოლიტიკა - 19:28, 18 Nov, 2015     2314
თბილისის მერის დავით ნარმანიას მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, სადაც მან ოპოზიციის ნაწილს დესტრუქციული ძალა უწოდა, საკრებულოს წევრები გამოეხმაურნენ.

დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერის განცხადების კომენტირებისას აღნიშნავს, რომ "ნარმანიას პრობლემა უთავბოლობაა".

"მარტო რიტორიკა რომ იყოს პრობლემა, ამას ავიტანდით, მაგრამ სინამდვილეში ნარმანიას პრობლემა უთავბოლობაა და ეს უთავბოლობა უნდა გადაფაროს ამ რაღაცა ძალით, ვითომ მაგარ ტიპური და ძველბიჭური რიტორიკით. რა თქმა უნდა უმრავლესობა ახლა არ იმჩნევს, თორემ უმრავლესობის წიაღში მისი იმპიჩმენტის საკითხიც განიხილება" - აცხადებს ელისაშვილი.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი საკრებულოში ირაკლი აბესაძე კი აღნიშნავს, რომ ვინ არის დესტრუქციული, მავნებელი და სამარცხვინო ამას საზოგადოება შეაფასებს.

"მძღოლების, დამგველების, მუზეუმის თანამშრომლების ნაცვლად ხელფასებს უზრდის ჩინოვნიკებს, პენსიონერის და სოციალურად დაუცველის ნაცვლად ავტობუსში უფასოდ მგზავრობს ყოფილი პატიმარი, კონკრეტული ინფრასტრუქტურული ობიექტების ნაცვლად, რომელიც ჩვენ შევთავაზეთ მათ განეხორციელებინათ საცობებისგან თბილისის განსატვირთავად, ისინი დაკავებულები არიან კორუფციით და უსაქმურობით, ასე რომ ვინ არის დესტრუქციული, მავნებელი და სამარცხვინო ამ ქალაქში, საზოგადოებამ შეაფასოს." განაცხადა ირაკლი აბესაძემ ნარმანიას საპასუხოდ.

ნარმანიას განცხადებას გამოეხმაურა საკრებულოს წევრი თამარ ცინცაბაძეც და აღნიშნა, რომ "მერს მთელი ის პასუხისმგებლობა რაც აქვს კარგად გაცნობიერებული არ აქვს".

თბილისის მერი დავით ნარმანია ოპოზიციას დესტრუქციულ და კონსტრუქციულ ოპოზიციად ყოფს. მისი თქმით, სწორედ დესტრუქციულ ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე ამბობს ის უარს.

„კონსტრუქციულ ოპოზიციასთან, რა თქმა უნდა, ვთანამშრომლობთ და ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშნელოვანი ელემენტი, მაგრამ არიან რიგი დესტრუქციული ძალებისა, რომელთათვისაც უბრალოდ ინფორმაციის მიწოდებასაც კი აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ თეთრზე ისაუბრონ შავით. საზოგადოებამ კარგად იცის ვინ არიან ესეთნი და ვინ არიან ისეთნი“ - განაცხადა დღეს დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42