ვინ უსმენს ალასანიას? - გვარამიას სკანდალურ განცხადებას "თავისუფალი დემოკრატები" პასუხობენ
პოლიტიკა - 17:34, 18 Nov, 2015     4542

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებას იმის შესახებ, რომ ვაიბერის მეშვეობით მისი, დავით ბაქრაძის, ირაკლი ალასანიას და გიგა ბოკერიას მოსმენა განხორციელდება, "თავისუფალი დემოკრატები" გამოეხმაურნენ.

როგორც "ნიუპოსტს" ირაკლი ალასანიას პარტიაში განუცხადეს, გვარამიას განცხადებაზე სპეკულაციებს ვერ დაიწყებენ.

"არ გვაქვს საშუალება გადავამოწმოთ ამგვარი ინფორმაცია, ამიტომ სპეკულაციებს გვარამიას ნათქვამის საფუძველზე ვერ დავიწყებთ.

დანამდვილებით რაც ვიცით არის ის, რომ ალასანიას ტელეფონის მოსმენა რუსეთის სპეცსამსახურებმა დაიწყეს 2003 წელს, როდესაც ხელმძღვანელობდა წარმატებულ ანტიტერორისტულ ოპერაციას პანკისში. ასევე გაგრძელდა ტელეფონის მოსმენა ნიუ იორკში, როდესაც ალასანიას და მის გუნდს გაქონდა პირველი დევნილების შესახებ რეზოლუცია გაეროს გენერალურ ანსამბლეაზე. ასევე დანამდვილებით ვიცით, რომ ალასანიას ტელეფონის მოსმენას FSB-ს მსგავსად შეუერთდა სააკაშვილის რეჟიმი 2006 წლიდან.

სამწუხაროდ დღევანდელმა ხელისუფლებამ ანალოგიური გზა აირჩია, რაც მოსმენებთან დაკავშირებით კანონის მიღების პროცესშიც გამოიხატა.

ეს ჩვენთვის სიახლე არ არის და ვპირდებით საზოგადოებას რომ პოლიტიკური ოპონენტების უკანონო მოსმენებს დავასრულებთ 2016 წელს"- აცხადებენ "თავისუფალი დემოკრატების" პრესსამსახურში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42