ოლანდი შეიარაღებას აძლიერებს- "ჩვენ ვართ ომში, რომელიც ტერორიზმა ჩვენ წინააღმდეგ გამოაცხადა"
პოლიტიკა - 17:33, 18 Nov, 2015     1621
ფრანსუა ოლანდი საფრანგეთის ქალაქების მერების ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და იმ ნაბიჯებზე ისაუბრა, რომელიც ქვეყანამ უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით უნდა გადადგას. ოლანდის თქმით დღეს სენ დენის სპეცოპერაციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ქვეყანა ომის რეჟიმშია.

„განსაკუთრებით საშიში და მძიმე ოპერაცია დასრულდა სულ ახლახანს. ამ მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ჩვენ ვართ ომში. რომელიც ტერორიზმა ჩვენ წინააღმდეგ გამოაცხადა.“- განაცხადა ოლანდმა მერების წინაშე გამოსვლისას და აღნიშნა, რომ 13 ნოემბერს პარიზში განხორციელებული თავდასხმა, მთელ ქვეყანაზე თავდასხმას გულისხმობდა. ოლანდმა დღეს სპეცოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საფრანგეთი ამაყობს იმით, რომ მის მოქალაქეებს ასეთი დამცველები ჰყავთ.

„ეს ომი რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მის დასასრულებლად საჭირო იქნება დრო. ამიტომ ჩვენ მოთმინებით უნდა შევიარაღდეთ.“- აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით საქალაქო ადმინისტრაციებში უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერება მოხდება და საფრანგეთის კომუნებში პოლიციელების და ჟანდარმების რიგები უკეთ აღჭურვილი და შეიარაღებული ადამიანებით შეივსება. მუნიციპალური პოლიცია ნაციონალური პოლიციის მსგავსად შეიარაღდება.

„მე მინდა, რომ მთელი სახელმწიფო შესაძლებლობა ჩაიდოს იმაში, რომ ჩვენი თანამოქალაქეები უკეთ დაცულნი იყვნენ.“- აღნიშნა ოლანდმა. საფრანგეთის ლიდერის თქმით ამასთანავე გამკაცრდება ლტოლვილთა მიღებაზე კონტროლი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42