საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე სუს-ის უფროსს ვახტანგ გომელაურს სოციალური ქსელით მიმართავს და ურჩევს ლევან ტაბიძე გამოუშვან ციხიდან ,,დაქცეული დეპარტამენტის ფეხზე დასაყენებლად“.
,,მესმის, როდესაც ბატუტზე ხტომის განხრით ფიზკულტურის ინსტიტუტი გაქვს დამთავრებული, ისიც დაუსწრებლად, პირველ მოადგილედ ყვარლის ბაზრის ყოფილი ყასაბი, 2012 წლამდე ნაძალადევში ხორცის მაღაზიის მფლობელი, მეტსახელად ანტრიკოტა გყავს, გლუვტვინიანი პატრონი კი მომღერალი ქალბატონების გადატრიალებაში მხილებას გთხოვს, რთულია, ჩაწვდე გლობალური, თუ ლოკალური საფრთხეების სპეციფიკას. რომ ეცით აფრიკელებს საზღვარზე, ის ტერორისტები ძირითადად ევროპის მოქალაქეები არიან და აუღელვებლად შემობრძანდებიან ქვეყანაში. ამიტომ ჩემი ნარნარი ხმის ნიმუშების დევნას, ლევან ტაბიძე გამოუშვით ციხიდან, უკანალზე აკოცეთ და ძაან შეეხვეწეთ, თქვენს მიერ დაქცეული დეპარტამენტი ხელმეორედ დააყენოს ფეხზე. ის ქვეყნის პატრიოტია და მიუხედავად თქვენი უგვანობისა, ეგება და დაგთანხმეთ ანაბანა მაინც გასწავლოთ“ -წერს თარგამაძე.
მასალის გამოყენების პირობები






