საპარტნიორო ფონდში ევროპალატის პრეზიდენტმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა
პოლიტიკა - 17:23, 18 Nov, 2015     1023

საპარტნიორო ფონდში გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ევროპალატის პრეზიდენტმა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. დავით საგანელიძემ და რიჩარდ ვებერმა საპარტნიორო ფონდისა და ევროპალატის თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივად დაიგეგმოს ფართომასშტაბიანი ღონისძიება, რომელშიც ევროპალატის წევრი პალატების და ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

1958 წელს დაარსებული ევროპალატა ევროპის უმსხვილეს ბიზნეს გაერთიანებას წარმოადგენს. მასში გაწევრიანებულია 45 პალატა, მათ შორის ევროპული და ევროპის აღმოსავლეთ პარტნიორობის სახელმწიფოების ფედერალური პალატები. ევროპალატა ამ დროისთვის 1700 რეგიონალურ პალატას და 20 მილიონ ბიზნეს კომპანიას ფარავს.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა 2000 წლიდან ევროპალატის წევრია და როგორც არა ევროკავშირის წევრი ქვეყანა აფილირებული წევრის სტატუსით სარგებლობს. საქარველო წარმოდგენილია ევროპალატის დირექტორთა საბჭოშიც, (საქართველოს პალატის პრეზიდენტი არჩეული იქნა ევროპალატის დირექტორთა საბჭოს წევრად 2015 წლის ოქტომბერში).

რიჩარდ ვებერი 2013 წლიდან ევროპალატის პრეზიდენტია. ამავდროულად ის არის “Karlsberg Brauerei KG Weber” -გერმანული ლუდის მწარმოებელი და „Mineralbrunnen Überkingen / Teinach AG“ -მინერალური წყლების მწარმოებელი კომპანიების მფლობელი. ბანკის “Bank 1 Saar” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.იყო ევროპისა “Brewers of Europe” და გერმანიის “Deutscher Brauerbund” ლუდის მწარმოებელთა ასოციაციების პრეზიდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42