რესტორანში გამართული „ქართული ოცნების“ საოლქო კონფერენცია და მობილიზებული საჯარო მოხელეები
პოლიტიკა - 14:36, 18 Nov, 2015     3045
ქართული ოცნების“ საოლქო კონფერენციას, რომელიც ჩოხატაურში, რესტორან „ბახმაროში“ ჩატარდა, საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ. შეხვედრიაზე მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორი და აიპის თანამშრომელი იმყოფებოდა.

როგორც აიპის თანამშრომლებმა "გურიის მოამბესთან" განაცხადეს, მათ გამგეობიდან დაურეკეს და შეხვედრაზე მისვლა დაავალეს, სხვა კონკრეტული ინფორმაცია არ ჰქონდათ. საჯარო მოხელეებმა კომენტარის გაკეთებისაგან თავი შეიკავეს. „ვერაფერს გეტყვით, დაგვირეკეს გამგეობიდან და მოვედით. არ ვიცი რა შეხვედრაა, მითხრეს კალაძე ჩამოდისო.“ - განაცხადა "გურიის მოამბესთან" ერთ-ერთმა მათგანმა.

შეხვედრა, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ მამალაძე გახნა, დახურულ კარს მიღმა, ნახევარ საათს გრძელდებოდა.

„დღეს ვიმყოფებით გურიის რეგიონში, ჩოხატაურში მოხდა ადგილობრივი რაიონული ორგანიზაციის ადგილობრივი თავმჯდომარის არჩევა, ბატონი ირაკლი კუჭავა იქნა არჩეული. იცით, რომ მთელი ქვეყნის მაშტაბით დავიწყეთ კონფერენციების ჩატარებას, ეს პროცესი გაგრძელდება, რადგან მნიშვნელოვანია პარტიის სტრუქტურულად გაძლიერება. თან ის, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები მოდის, ჩვენ ამ სამი წლის განმავლობაში არ გვქონდა საშუალება პარტია გაგვეძლიერებინა, დღეს გვაქვს ამის რეალური შანსი და ამ მიმართულებით ძალიან ბევრს ვმუშაობთ“- განაცხადა „გურიის მოამბესთან“ კახი კალაძემ.


თეა იოსელიანი- გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42