თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, საქართველოს რაიმე საფრთხე არ ელოდება.
ამის შესახებ ხიდაშელმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაციის ფლობის ხარისხი ძალიან მაღალია და ამიტომ რაიმე განსაკუთრებული გართულებები მოსალოდნელი არ არის.
„ჩვენ არ ველოდებით არანაირ მყისიერ საფრთხეს. საქართველოს, როგორც სადაზვერვო სამსახურები, ასევე ძალოვანი სტრუქტურა მუშაობს ჩვეულებრივ რეჟიმში, მუშაობს პარტნიორებთან ერთად. შესაბამისად, ინფორმაციული თვალსაზრისით ყველაფერი წესრიგშია, ინფორმაციის ფლობის ხარისხი ძალიან მაღალია და ამიტომ რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველოდებით, მაგრამ უმთავრესი ღონისძიებები, რომელიც ასეთ დროს კეთდება არის საზღვრის კონტროლის გამკაცრება და ის კონკრეტული ზომები, რომელიც ემსახურება იმას, რომ არ მოხდეს შემოღწევა გნებავთ მასიურად და გნებავთ ინდივიდუალურად ქვეყნისთვის საფრთხისთვის მატარებელი ელემენტების“, - აღნიშნა ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






