“ფლირტი მოსკოვთან” - პუტინი დაიახლოვებს და ნელ-ნელა მკერდთან მიიკრავს საქართველოს - იენსენი რუსეთის გეგმებზე
პოლიტიკა - 12:35, 18 Nov, 2015     3345
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის რუსეთის და ყოფილი საბჭოთა კავშირის მკვლევარმა - დონალდ იენსენმა "ამერიკის ხმის" ქართულ სამსახურთან ინტერვიუში, საქართველოს შესახებ ისაუბრა და იმ ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება რაც საქართველოს საგარეო პოლიტიკაში შეიმჩნევა:

„მე წარსულში დიპლომატი ვიყავი და არ მიყვარს მოკავშირეებზე, მეგობრებზე, ქვეყნებზე კომენტირება. ვფიქრობ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში არსებობს იმპულსების მთელი რიგი, რომელთა ნაწილიც რუსეთს უფრო ძლიერ როლს ანიჭებს, ვიდრე ეს ამ იმპულსების გარეშე იქნებოდა. არსებობს ბიზნეს კავშირები რუსეთთან, არის კორუფცია, რომელსაც რუსეთი წაახალისებს, არსებობს პოლიტიკური ისტაბლიშმენტის და საზოგადოების ნაწილი, რომელიც უფრო ღიაა რუსული მესიჯების მისაღებად. მთლიანობაში ეს ყველაფერი საქართველოს უსაფრთხოებას აზიანებს, და დასავლეთიც, რაღაც გაგებით, დაიღალა ამ ყველაფრისგან.

საქართველო თავისი უახლესი ისტორიის გამო არ არის ისეთი მშვიდი და კონსოლიდირებული დემოკრატია, როგორიც მაგალითად პოლონეთია, ეს კი რუსეთს საშუალებას აძლევს ხელი შეუშალოს საქართველოს წინსვლას, დასავლეთს კი თქვას, რომ საქართველო მზად არ არის.“- აცხადებს იენსენი.

იენსენმა საქართველოში არსებული ანტი-დასავლური მედიის შესახებაც ისაუბრა, რომლებსაც გარკვეული დაფინანსება ხელისუფლებიდან მიდის, იენსენის თქმით შესაძლოა ამ გზით ხელისუფლება საგარეო გავლენების დაბალანსებას ცდილობს:

„კარგი ახსნა შეიძლება იყოს, რომ ისინი ცდილობენ საგარეო გავლენების დაბალანსებას, რომ ქართველები არ არიან ბოლომდე ჩამოყალიბებულნი თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა. ამ ამბავში ცუდი ის არის, რომ შესაძლოა საქართველოს მმართველობის ნაწილი ხალხისგან განსხვავებით არ იზიარებს ქვეყნის დასავლურ კურსს.

ივანიშვილის არჩევნები ვაშინგტონში ბევრს აფიქრებდა, იმიტომ რომ ეს არ იყო ლიდერის რიგითი ცვლა, როგორც ეს მოხდებოდა პოლონეთში ან ჩეხეთის რესპუბლიკაში. ეს დიდი ცვლილება იყო, რაც ერთგვარი მესიჯი იყო იმის შესახებ, რომ საქართველოს საზოგადოება დაყოფილია ქვეყნის ორიენტაციის საკითხზე.

საქართველოს სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მას დასავლეთთან მნიშვნელოვანი თანამშრომლობა აქვს უსაფრთხოების სფეროში, რაც საქართველოს ეხმარება.“- აღნიშნა მკვლევარმა.

მკვლევარის თქმით, ბევრისთვის მიმზიდველიცაა ბიძინა ივანიშვილის პირობა, რომ საქართველო აღარ იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების საგანი, მაგრამ ასეთი ბუნდოვანი სტატუსის შენარჩუნება სარისკოა.

„მოკლე-ვადიან პერსპექტივაში არა, იქნება სირთულეები, დამარცხებები, მიხვეულ-მოხვეული გზები, მაგრამ მგონია, რომ საქართველოს მთავარი კურსი მაინც დასავლეთი იქნება. თუმცა არ ვარ დარწმუნებული საქართველოს სრულ ინტეგრაციაში. ვაშინგტონშიც ბევრისგან მოისმენთ, რომ რუსეთს უნდა ჰქონდეს სიმშვიდე თავისი საზღვრების ირგვლივ, მე მათ არ ვეთანხმები, მაგრამ არსებობს ასეთი აზრიც.

მოსალოდნელია საქართველომ კიდევ გარკვეული დრო ევრო-კავშირის ასოცირებულ წევრ ქვეყანაში იცხოვროს, ან თურქეთის მსგავსად მას ჰქონდეთ ნატოს დაპირებული წევრობა, მაგრამ ეს არ მოხდეს. გრძელვადიან პერსპექტივაში კი საქართველოს კურსს მაინც დასავლეთისკენ ვხედავ.

ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ჰყავდეს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც მთავრობაზე წნეხს გააგრძელებს. ამიტომაც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რათა მათ გააგრძელონ ქვეყნის დასავლური მისწრაფებებისთვის მუშაობა, სხვა შემთხვევაში იქნება ვითარება, როცა მთავრობაში გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ფაქტორების მიხედვით მიიღებენ და ეს მაინცდამაინც ქართველი ხალხის ნების შესაბამისი არ იქნება. საქართველო ყოველთვის იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორის უთანხმოების საგანი. სარისკოა საქართველოს მიერ ბუნდოვანი სტატუსის შენარჩუნება, როგორც ეს ახლა ხდება. შესაძლებელია მთავრობაში სურდეთ ამ ბუნდოვანების შენარჩუნება, როგორც თვითონ ამბობენ, ბალანსისთვის, მაგრამ ამავდროულად მმართველობის შესანარჩუნებლადაც. არ ვფიქრობ ეს საქართველოსთვის დამაკმაყოფილებელი სტატუსი იყოს, იმიტომ რომ რუსეთი დათმობას არ აპირებს თუ კი არ დარწმუნდება, რომ მის ბანაკში საქართველოს გაწევრიანების შანსი არ აქვს.“

იენსენის თქმით ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეების გაზრდილ რაოდენობაზეც გააკეთა კომენტარი და იმედი გამოთქვა, რომ მაჩვენებელი აღარ გაიზრდება და მთავრობას და დასავლეთი მოსახლეობას რუსეთთან შედარებით დასავლეთის უპირატესობას ნათლად დაანახებენ:

„ვწუხვარ რომ ასეა. თუმცა ეს მესამედია, რაც ნიშნავს, რომ დანარჩენ 70%-ს არ სურს ევრაზიული კავშირი. თანამედროვე პლურალისტულ ქვეყანაში ეს საგანგაშო მაჩვენებელია, ვიმედოვნებთ მაჩვენებელი არ გაიზრდება. ვფიქრობ მთავრობას და დასავლეთს ძალუძთ ამ მაჩვენებლის მართვა.

ვერ გვექნება იმის მოლოდინი, რომ ყველანი შევთანხმდებით, მაგრამ უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მთავრობა თანმიმდევრულად იმუშავებს რუსული გავლენების აღმოსაფხვრელად, რათა აჩვენოს დასავლეთის უპირატესობა და ის, რომ რუსეთთან სიახლოვეს სასიკეთო არაფერი მოაქვს.

ამ კონკრეტულ საკითხს, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას საზოგადოების ნაკლები მხარდაჭერა ჰქონდა. სავსებით შესაძლებელია ამ სწრაფად გაზრდილი მაჩვენებლის სწრაფადვე შემცირება თუკი მთავრობა მოსახლეობას დასავლეთის უპირატესობას დაანახებს. ეს მაჩვენებელი საგანგაშოა, მაგრამ მართვადი, თუ მთავრობა თანდმიმდევრულ და დასავლურ პოლიტიკას გაატარებს.“

იენსენის თქმით საქართველოს მთავრობამ რუსეთთან ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს:

„პრო-დასავლური მთავრობისგან საჭიროა უფრო ზუსტი პოლიტიკა, წესების დაცვა, განსაკუთრებით ეს კორუფციასთან ბრძოლას და მოსკოვთან ფლირტს ეხება. თავისუფალი ბაზრის პირობებში რუსულ ბიზნესს ქვეყნიდან ვერ გააძევებ, მაგრამ უპრიანი იქნებოდა მეტი სიფრთხილის გამოჩენა.

იმიტომ რომ მოსკოვს საქართველოს იმაზე მეტად დაპრყობა აღარ ჭირდება, რაც უკვე დაიპყრო, მოსკოვისთვის საკმარისია საქართველო ახლოს ჰყავდეს. არ ვფიქრობ, რომ პუტინი საქართველოსადმი ამერიკის სამხედრო ერთგულებას გამოსცდის, მაგრამ ის დაიახლოვებს საქართველოს, ნელ-ნელა მკერდთან მიიკრავს. ამის ნიშნები უკვე არსებობს, და ახლა ყველა სწორედ ამაზე უნდა წუხდეს.

შესაძლებელია პოლიტიკოსს სურდეს ახლო კავშირების ქონა ბრიუსელთან, ვაშინგტონთან და მოსკოვთან, ამას შეიძლება მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკა ვუწოდოთ, ან შეიძლება პოლიტიკოსი ამას საზოგადოების მოტყუების მიზნით აკეთებდეს, ზოგჯერ ეს ასევე კარგი საშუალებაა მოსკოვთან დასაახლოვებლად - მაშინ როცა ამის საჭიროება რეალურად არ არსებობს, ამას ვუწოდებ ფლირტს.“- აცხადებს იენსენი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42