ლანჩხუთში "ნაციონალების" ოფისის ერთ ერთი "შემდუღებელი" დააწინაურეს
პოლიტიკა - 00:23, 18 Nov, 2015     2859
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ოფისზე მომხდარი თავდასხმის მონაწილე, სოფო ორაგველიძე, ლანჩხუთის მუნიციპალური გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი გახდა. ამის შესახებ "გურიის მოამბეს" ლანჩხუთის მუნიციპალური გამგეობიდან აცნობეს. სოფო ორაგველიძე აქტიურად მონაწილეობდა 19 ოქტომბერს, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლანჩხუთის ოფისზე მომხდარ თავდასხმაში, რომლის დროსაც თავდამსხმელებმა ოფისის კარები სპეც ტექნიკით ჯერ შეადუღაბეს, შემდეგ კი აჭედეს. სოფიკო ორაგველიძე არის პროფესიით გერმანული ენის სპეციალისტი, დამთავრებული აქვს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. მუშაობდა შუხუთის საჯარო სკოლაში, კლასის დამრიგებლად, ასევე გამგეობის განათლებისა და კულტურის განყოფილების მთავარ სპეციალისტად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების მთავარი სპეციალისტად, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსად. ფლობს როგორც მშობლიურ, ასევე უცხო ენას (გერმანულს), ასევე დამთავრებული აქვს კომპიუტერული ცენტრის შემსწავლელი კურსები. მან წარმატებით ჩააბარა საჯარო მოხელის შესარჩევი კონკურსი და გასაუბრებაც გაიარა. ახლანდელ თანამმდებობაზე დაინიშნა მიმდინარე წლის 13 ნოემბერს,- აცხადებენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში.


თეა იოსელიანი- გურია




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42