„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირაკლი აბესაძე დავით ნარმანიას დედაქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს.
როგორც გადაცემა „არჩევანში“ აბესაძემ განაცხადა, ნარმანია უნდა გადადგეს.
მისი ინფორმაციით, ახალი ბიუჯეტის მიხედვით 600 ათასი ლარით იზრდება რეკლამების დაფინანსება, ხოლო 4 მილიონი ლარი კონცერტებისთვის არის გამოყოფილი.
„როგორც ჩანს, საარჩევნო წელია და რეკლამირება სურთ. მაგრამ რის რეკლამას აკეთებენ, როდესაც საქმეს არ აკეთებენ, აბსოლუტურად გაუგებარია. ამ ადამიანების არაადეკვატურობა გამაოგნებელია. 3 მილიონი ლარის დახარჯვას აპირებენ მეტრო თავისუფლების მოედნის, რუსთაველის, ავლაბრის მეტროსადგურებზე, რომლის რეკონსტრუქცია 2-3 წლის წინ ჩატარდა და ისინი რეაბილიტირებულია. თუ თავისუფლების მეტროსთან ის არ მოგწონთ, რომ ვარდი არის იქ გამოსახული, ეს თქვენივე ასოციაციის პრობლემაა, თორემ ვარდი ჩვეულებრივი ყვავილია,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






