პრემია შემცირდა 31 მილიონით, სახელფასო დანამატი გაიზარდა 45 მილიონით - უწყებებში გაზრდილი დანამატები
პოლიტიკა - 23:05, 17 Nov, 2015     2084
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას განცხადებით, საჯარო უწყებებში დასაქმებული ადამიანები პრემიებს უნდა იღებდნენ, თუმცა ეს უნდა იყოს დასაბუთებული.

ამის შესახებ თორდიამ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა. თორდიამ პრემიების და სახელფასო დანამატების გაცემის წესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველა უწყება სწორედ ამ წესის მიხედვით უნდა მოქმედებდეს.

როგორც მთავარი აუდიტორი ამბობს, ხშირ შემთხვევაში უწყებების ხელძძღვანელებს ერთი წლით ადრე აქვთ გამოწერილი სახელფასო დანამატები, რაც დადგენილ წესს არ შეესაბამება.

„მთავრობის დადგენილებით არის წესი თუ რა შემთხვევაში გაიცემა პრემია და რა შემთხვევაში გაიცემა დანამატი. ამ ნორმატიული აქტებიდან გამომდინარე ვაკეთებთ ჩვენ შეფასებებს. როდესაც ჩვენ სხვადასხვა უწყებებში ვხედავთ, რომ ერთი წლით ადრე აქვთ დანიშნული უწყების ხელმძღვანელებს დანამატები ეს ეწინააღმდეგება დანაწესს. არ შეიძლება წინასწარ განისაზღვროს ვინ ღამის ცვლაში იმუშავებს ან დამატებით სამუშაოს შეასრულებს. სწორედ მსგავს შემთხვევაში გაიცემა სახელფასო დანამატი. ასევე დავინახეთ, რომ მკვეთრად გაიზარდა დანამატის განაცემები. მაგალითისთის, ინფრასტრუქტურის სამინისტროში დანამატები 69%-ით გაიზარდა, იუსტიციის სამინისტრო 206%-ით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 414%-ით, კულტურის სამინისტროში 1509%-ოთ, ჯანდაცვის სამინისტროში 270%-ით და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ჩვენ გავაკეთეთ დასკვნა, რომ პრემიის გაცემა შეიცვალა დანამატით“, - ამბობს თორდია.

კითხვაზე რამდენად მიუახლოვდა სახელფასო დანამატების რაოდენობა პრემიების რაოდენობას, თორდია პასუხობს:

„მოგაწოდებთ ინფორმაციას, თუ თანხობრივ გამოხატულებაში რამდენით შეიცვალა, ეს არის ბიუჯეტის ჩანაწერი - პრემია შემცირდა 31 მილიონით, სახელფასო დანამატი გაიზარდა 45 მილიონით. მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით პრემიებს ან დანამატებს. მაგრამ განაცემები უნდა იყოს დარეგულირებული. ადამიანები უნდა იღებდნენ პრემიებს თუმცა ყველა პრემია დასაბუთებული უნდა იყოს“, - აღნიშნა თორდიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42