ლონდონიდან მოდიხართ თუ თიანეთიდან? ამის თქმას არ შეგარჩენთ - კამათი "არჩევანში"
პოლიტიკა - 22:27, 17 Nov, 2015     11364

გადაცემა „არჩევანში“ პრემიების თემის განხილვას უმრავლესობის წევრს ზაქარია ქუცნაშვილსა და უმცირესობის დეპუტატს მიხეილ მაჭავარიანს შორის კამათი მოჰყვა.

ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ საპარლამენტო ოპოზიცია ხელფასს ტყუილად იღებს, რადგან ისინი პარლამენტში არ დადიან.

„ოპოზიცია არ დადის პარლამენტში. სულ ტყუილად იღებენ ხელფასს. არ მუშაობენ საერთოდ. სხდომებს გამოგონილი მიზეზებით აცდენენ“, - აღნიშნა ქუცნაშვილმა.

დეპუტატის განცხადებას მიხეილ მაჭავარიანის გაღიზიანება მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა განაცხადა, რომ სხდომების გაცდენის მიზეზი „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები იყო.

„არ დადის არასწორი გამოთქმაა. ეტყობა ვინ მუშაობს და ვინ არა. არ შეგარჩენთ ამას, რომ ამბობთ ოპოზიცია არ დადის სხდომებზეო. აბა ვინ მუშაობს ის მითხარით. აქ რომ მოდიოდით არ ნახეთ დანგრეული გზები? ყველაფერს აქვს საზღვარი... ხელფასს თქვენ იღებთ იმაში, რომ დაანგრიეთ ქვეყანა. არ მუშაობთ თქვენ და თქვენაირი უმრავლესობა საქართველოს არ ჰყოლია. ქუჩაში გადით და იკითხეთ. ბატონო ზაქრო, თქვენ რომელ ქვეყანაში იყავით? ლონდონიდან მოდიხართ თუ თიანეთიდან?“, - განაცხადა მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42