ბიზნესმენთა კეთილი ნება თუ ტერორი - რომელმა კომპანიებმა ჩარიცხეს ბიუჯეტში 72 მილიონი უცნობია
პოლიტიკა - 21:54, 17 Nov, 2015     3430

ბიუჯეტისთვის ნებაყოფლობით შემოწირული 72 მილიონი. ფინანსთა სამინისტრო არ ასაჯაროვებს იმ კომპანიების და პირთა ვინაობას, რომლებმაც სხვა და სხვა პროექტის დასაფინანსებლად სახელმწიფო ხაზინაში დიდი რაოდენობით თანხა გადარიცხეს.

თამაზ მეჭიაურის ინფორმაციით, ბიუჯეტში ნებაყოფლობითი შემოწირულობის სახით თანხის უმეტესი ნაწილი ბიძინა ივანიშვილმა გადარიცხა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც, მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, ბიუჯეტში 72 მილიონ ლარზე მეტის ნებაყოფლობით თანხის შეტანას ადასტურებს.

72 მილიონის ნებაყოფლობითი შემოწირულობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ხადურის უწყებიდანბათუმელებმა გამოითხოვა. გამოცემამ კითხვებზე, თუ ვინ არიან ფიზიკური და იურიდიული პირები, ვინც სახელმწიფო ბიუჯეტში თანხას ნებაყოფლობით რიცხავენ, პასუხები ვერ მიიღო.

უმცირესობის წევრები ბიუჯეტში ნებაყოფლობით შემოწირულობას "ბიზნესის ხელოვნურ ტერორს" უწოდებენ.

ნაციონალურ მოძრაობაში აცახდებენ, რომ ხელისუფლება ამ მეთოდს ბიუჯეტის შევსებისთვის იყენებს.

საპარლამენტო ოპოზიცია მთავრობისგან ნებაყოფლობით შემომწირველებზე განმარტებებს ელოდება.

უმცირესობის კითხვების საპასუხოდ უმრავლესობა საბიუჯეტო კოდექსს იშველიებს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ კანონი არ ირღვევა, რადგან ნებაყოფლობითი ტრანსფერები ბიუჯეტის შემოსავლების ერთ-ერთი სახეა.

გაუმჭირვალობის პრობლემაზე საუბორბენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

ინფორმაციის თავისუფლების განვითრების ინსტიტუტი, რომელიც უწყებების საბიუჯეტო დანახარჯებს მონიტორინგს უწევს, ფინანსთა სამინისტროსგან ნებაყოფლობით შემომწირველების შესახებ დეტალური ინფორმაციის წარდგენას ითხოვს.


წყარო: "რუსთავი 2"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42