კახი კახიშვილმა საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
პოლიტიკა - 20:54, 17 Nov, 2015     1373

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა საფრანგეთში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო ფრანგ ხალხს მიუსამძიმრა და თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

მინისტრის განცხადებით, ტერორიზმთან ბრძოლაში სახელმწიფოებმა კონსოლიდირებულად უნდა იმოქმედონ და ვანდალიზმს ადექვატური პასუხი უნდა გაეცეს.

„ეს არის ძალიან დიდი ტრაგედია. ერთ წამში შეიცვალა ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე. აღარაფერს ვამბობ იმ დაღუპულების შესახებ, რომლებიც აღარ არიან ჩვენთან ერთად. შეიცვალა არამხოლოდ დაღუპული ადამიანების ოჯახების, არამედ მთელი მსოფლიოს ცხოვრება. ამ თავხედურმა გამოწვევამ ქვეყნები დიდი ამოცანის წინაშე დააყენა. ვფიქრობ, კონსოლიდირებულად უნდა გაეცეს სერიოზული, ადექვატური რეაგირება ვანდალიზმს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ტერორიზმი და ტერორისტები ადექვატურ პასუხს მიიღებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ, ამ შემთხვევაში მთელი მსოფლიოს, ცივილიზებული სამყაროს გვერდით ვდგავართ.“ - განაცხადა კახა კახიშვილმა.

13 ნოემბერს პარიზში სხვადასხვა ადგილზე ტერაქტების სერია განხორციელდა. ბოლო მონაცემებით 150-ზე მეტი ადამიანია დაღუპული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42