თორნიკე გორდაძე ბეირუთისა და პარიზის ტერაქტზე: კონტექსტი და რეალობა გავითვალისწინოთ ხანდახან
სოც.მედია - 20:27, 17 Nov, 2015     3854
პარიზში მცხოვრები პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი თორნიკე გორდაძე ბეირუთისა და პარიზის ტერაქტების ,,დატოლებაზე“ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე წერს:

,,გავიგე ძალიან დიდი დისკუსია ყოფილა საქართველოში ბეირუთის და პარიზის ტერაქტების დატოლებაზე და მერე ჯვარედინ ექსქომუნიკაციაზე. ჩემთვის სუბიექტურად რა არის უფრო ახლო იმაზე არ ვილაპარაკებ, ისედაც მიხვდებით, ვინც იცის სად ვცხოვრობ და სად ჩამოვყალიბდი ადამიანად. უბრალოდ რამოდენიმე გარმოებაზე მივუთითებ.

მიკვირს რატომ არავის დაანტერესა ცოტა ახლოდან შეეხედა ორი ძალიან განსხვავებული სიტუაციისათვის.ერთი შეხედვით ორივე ტერაქტია, ორივეს უდანაშაულო ადამიანები შეეწირა, ორივეზე პასუხისმგებლობა აიღო იგივე ძალამ. ახლა განსხვავებები ვნახოთ, ყოველგვარი "მორალური უპირატესობის" თუ "ევროპელი ჯობია არაბის" გარეშე.

ლიბანში აფეთქება მოხდა ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში. ამ გარეუბნებს აკონტროლებს ჰეზბოლა, რომელიც ჩართულია თავიდან ბოლომდე სირიის ომში. ყოველ დღე იღუპება ჰეზბოლას მებრძოლები სირიაში, ეს უკანასკნელი ერთ-ერთი დამრტყმელი ძალაა ბაშარ-ალ ასადის ძალებში ირანულ ალ-ყუდსის ბრიგადასთან ერთად. ბეირუთის ტერაქტი არის სირიის ომის ჩვეულებრივი გაგრძელება. ლიბანის ზოგიერთი რეგიონი დღეს უფრო საშიშია ვიდრე სირიის ან ერაყის ზოგიერთი რეგიონი. ეს ომი სხვადასხვა ფორმით უკვე ათწლეულებია მიდის, საუკუნეები თუ ქერბალას ბრძოლიდან დავიწყებთ ათვლას. "დაეში" (ISIS) აფეთქებს ჰეზბოლლას უბნებს, როცა ვამბობ ჰეზბოლას უბნებს, ბევრისგან განსხვავებით მე ვყოფილვარ ბეირუთში და ლიბანის სამხრეთსა და ბექაას ხეობაში და ვიცი თუ რას ნიშნავს ჰეზბოლას მიერ კონტროლირებადი რეგიონი. ამ რეგიონებში ან ბეირუთის გარეუბნებში არ არსებობს ლიბანის სახელმწიფო, დროშასაც ვერ ნახავთ ლიბანურს, მხოლოდ ჰეზბოლას ყვითელ-მწვანე დროშებს და ხომეინის, ხამენეის და ჰასან ნასრალლას სურათებს. ყველა სკოლა, ყველა საავადმყოფო დ ა შ, არის ჰეზბოლას დაფინანსებით, სოციალურ დახმარებებს გასცემს ჰეზბოლლა. ყოველ ჰეზბოლას კონტროლირებად სოფელში ან უბანში გამოკრულია სირიაში დაღუპული შაჰიდების სურათები, რომლებიც გმირებად არიან შერახცული. ბავშვები სკოლაში სწავლობენ ჰეზბოლას შაჰიდების ბიოგრაფიას, ოცნებობენ თვითონ შაჰიდობაზე დ ა შ... შაჰიდის ოჯახებს ეძლევათ დიდი ფინანსური დახმარება, მათი მშობლები უბნებში სარგებლობენ უდიდესი პრესტიჟით და ა შ.. ეს არის სირიის ომის პირდაპირი გაგრძელება ვიმეორებ. რაღა თქმა უნდა ეს არის დანაშაული და არავინ უარყოფს მგონი მის სისაძაგლეს, რადგან დაიღუპა 44 სამოქალაქო პირი, და არა მებრძოლი, მაგრამ ეს საკმაოდ განსხვავდება პარიზის სიტუაციისაგან.

აქ არავინ ასწავლის სხვა რელიგიის სიძულვილს, არავინ (რამოდენიმე ულტრამარგინალის გარდა) ოცნებობს შაჰიდობაზე თუ ჯვაროსნულ ომებში სიკვდილზე, უბნები სადაც ეს ტერაქტები მოხდა არის ძალიან შერეული, ძირითადად ახლგაზრდები ეტანებიან მისაწვდომფასიანი რესტორნების და ბარების სიმრავლის გამო, დღესაც კი ტრაგედიის მერე ოჯახები და ახლობლები, ვისაც ლაპარაკის თავი აქვს საუბრობს არა სიძულვილის ენით, არამედ ცდილობენ რომ საზოგადოებაში მათმა პირადმა ტრაგედიამ განხეთქილება არ გამოიწვიოს. რატომ უნდა დავამუნათო ის ვისაც პარიზის ტრაგედია უფრო ეტკინა მისი მსოფლმხედველობის სიახლოვის მიხედვით არ მესმის. თუ ბეირუთი მართლა უფრო გტკივა (და არა ''სვეტსკურ" და "ზედმეტად დეკადენტურ პარიზზე" ღიზიანდები), ამაშიც ვერ ვხედავ ტრაგედიას, უბრალოდ დაასაბუთე რათომ გირჩევნია ბეირუთის სამხრეთ გარეუბნები ფარიზის მე10 და მე11 ოლქებს. .

და ბოლოს, ბეირუთში და ლიბანის სხვა რეგიონებში არის შერეული უბნები, (სურათსაც ვურთავ), არის ზე-კონფესიონალური სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც სულ უფრო ძლიერდება და ამ ქვეყანას შესწევს ფანტასტიური უნარი ომებს, ანარქიას და უცხო ქვეყნების აგრესიას და ოკუპაციას გაუძლოს. ესე იგი არავინ არის "ჩამორჩენილი" ან განწირული ჩამორჩენისთვის მისი "გენების" გამო. უბრალოდ კონტექსტი და რეალობა გავითვალისწნოთ ხანდახან“ - წერს თორნიკე გორდაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42