თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომას ის საგარეო ვიზიტის გამო ვერ დაესწრება.
როგორც ხიდაშელი ამბობს, მან პრეზიდენტისგან უკვე მიიღო შეტყობინება სხდომაზე დასასწრებად, სადაც კონკრეტული თარიღია მითითებული.
მინისტრის განცხადებით, ამ პერიოდში მას 5 ვიზიტი აქვს დაგეგმილი.
„შეხვედრაზე ვისაუბრებთ საფრთხეების ანალიზზე, რაც ამ პარტნიორობის რეჟიმში მყოფ ქართულ სახელმწიფოს და ჩვენს რეგიონს შეიძლება ემუქრებოდეს. რაც შეეხება უშიშროების საბჭოს სხდომას, მე მივიღე შეტყობინება კონკრეტული თარიღებით სხდომის გამართვასთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, 3 დეკემბრამდე მე საქართველოში არ ვიქნები. მე თავდაცვის მინისტრი ვარ და ქვეყნის მთავარსარდალი სადაც დამიძახებს, იქ ვიქნები. უბრალოდ, 3 დეკემბრამდე ფიზიკურად არ ვიქნები, 5 ვიზიტი მაქვს ერთმანეთის მიყოლებით“, - აცხადებს ხიდაშელი.
ცნობილია, რომ უშიშროების საბჭოს სხდომა ჩაინიშნა, თუმცა როდის გაიმართება სხდომა ამ ეტაპზე უცნობია.
მასალის გამოყენების პირობები






