თავდაცვის უწყების ხელმძღვანელებმა ფრანგ ხალხს მიუსამძიმრეს
პოლიტიკა - 16:48, 17 Nov, 2015     1261

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა თბილისის საკრებულოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს. თინათინ ხიდაშელმა და გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარება გამოხატეს და საფრანგეთის რესპუბლიკის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს მიუსამძიმრეს.

„პირველ რიგში, მინდა ერთმნიშვნელოვნად ვთქვა, რომ მთლიანად ქართული სახელმწიფო, თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს შეიარაღებული ძალები, ფრანგი ხალხის, ცივილიზებული და თავისუფალი სამყაროს გვერდით ვდგავართ - ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე ცინიკური ტერორისტული თავდასხმების დროს. დარწმუნებულები ვართ, რომ ვერანაირი ძალადობა დაამარცხებს თავისუფლებას და ვერ გაიმარჯვებს დემოკრატიასა და თავისუფლებისთვის მებრძოლ ქვეყნებზე. არსებობს მძიმე დღეები, უმძიმესი წუთები ოჯახებისთვის, ქვეყნებისთვის, მაგრამ, საბოლოოდ თავისუფლება იმარჯვებს და ამ ბრძოლაშიც, რა თქმა უნდა, თავისუფალი სამყარო იქნება გამარჯვებული “, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გენერალური შტაბის უფროსმა ყურადღება მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„მსგავსმა შემთხვევებმა არ უნდა გააჩეროს მსოფლიო და უნდა გაგრძელდეს ტერორიზმთან ბრძოლა. გულით და სულით თანავუგრძნობთ ფრანგ ხალხს. დღეს, ნამდვილად, ფრანგები ვართ ჩვენც! ჩვენც გვინდა მათ გვერდზე დგომა და ჩვენი მხრიდან ნამდვილად უნდა დავუჭიროთ მხარი. ჩვენ, სამხედროები ჩვენს ამოცანას ვასრულებთ მათთან ერთად და საკუთარი წვლილი შეგვაქვს ტერორიზმთან ბრძოლაში“, -აღნიშნა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

თბილისის საკრებულოში სამძიმრის წიგნი ფრანგი ხალხის თანაგრძნობის მიზნით გაიხსნა. იქ დილიდან მთავრობის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოქალაქეები მიდიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42