„მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო შოკშია, როდესაც ამდენი ადამიანი დაიღუპა, შენ იღებ გადაწყვეტილებას რომ ამგვარი ვიდეო დაამზადო და სარეკლამოდ გამოიყენო. მერე უარყოფითი რეაქციის საპასუხოდ თქვა რომ ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებააო რა ქვია ამას??? ამას ქვია სიბნელე. არა აქვს მნიშვნელობა ეხლა მსოფლიოში ვინ რა პოზიციაზე დგას ან ვინ არის მტყუანი ან მართალი უბრალოდ ასეთ დროს გიენასავით რომ გამოხვალ და ვითომც არაფერი ამ ვიდეოს დადებ, ამება ხარ! რადგან დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება არ ნიშნავს ტერორიზმისა და ზოგადად კაცობრიობის მომაკვდინებელი რამეების პოპულარიზაციას, არ ნიშნავს თვითკონტროლის დაკარგვას, მორალისა და ზნეობის მიტოვებას, არ ნიშნავს რაციონალური აზროვნების დაკარგვას და ცხოველად გცევას... აუცილებლად უნდა მოყვეს ამას შესაბამისი პასუხი როგორც მომხმარებლისგან ისე იმ სტრუქტურებისგან ვინც ამაზე მუშაობს, მომხმარებელმა ბოიკოტი უნდა გამოიცხადოს და არ უნდა ისარგებლონ ამათი სერვისით, ხოლო ეს ირიბად ტერორიზმის მხარდაჭერაა და ტერორიზმის პოპულარიზაცია გამოსაკვლევი და პასუხგასაცემია...
რატო გვესმის ყველაფერი უკუღმა? ამ შემთხვევაში დემოკრატია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება... მე არავის არ ვებრძვი გარდა, სიბნელისა, უზნეობისა და ადამიანური თვისებებიდან გასვლისა“- წერს მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში.
მასალის გამოყენების პირობები






