რა პრიორიტეტები იქნება თბილისის ბიუჯეტში და გაიზრდება თუ არა მერიაში ხელფასი - ნარმანიას კომენტარი
პოლიტიკა - 13:01, 17 Nov, 2015     1537
დედაქალაქის მერი განცხადებით თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებები სოციალური უზრუნველყოფა, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა იქნება. ამასთანავე მერის თქმით მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხელფასებისა და ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა არ იგეგმება.

„2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, მთავარი პრიორიტეტები ჩვენთვის არის უცვლელი, ეს არის ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ასევე, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, საბავშვო ბაღები და ჩვენს პატარებზე ზრუნვა, ისევე როგორც ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება, ქალაქის გამწვანება. ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით, ისევე როგორც სხვა პროექტებზე, დაფინასება იზრდება 2016 წელს. ჩვენ საშუალება გვექნება, ორი ახალი პროგრამა შევთავაზოთ ჩვენს თანამოქალაქეებს ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კუთხით, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუმჯობესებს.

ჩვენ წელს არ დაგვრჩენია არცერთი ადამიანი, ვისაც არ დავეხმარეთ ან ვისაც სჭირდებდა ოპერაციების თანადაფინანსება თუ სხვადასხვა სახის სოციალური შემწეობები. მათ შორის, წელს შშმ პირებზე ცალკე ახალი პროგრამები გავაკეთეთ და აქედან გამომდინარე, ბევრი კარგი გავაკეთეთ ჩვენი თანამოქალაქეებისთთვის. ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე საკრებულოს უმრავლესობასთან კონსულტაციები იქნება და შესაძლოა, გარკვეული ცვლილებები იყოს ბიუჯეტის პროექტში.

სახელფასო ხარჯების რაიმე ზრდა 2016 წლის ბიუჯეტით არ არის ნავარაუდევი, ისევე, როგორც ადმინისტრაციული ხარჯების ზრდა, პირიქით, საწვავზე ხარჯები 2016 წელს მცირდება, ვიდრე ეს იყო 2015 წელს. ერთადერთი, მომდევნო წელს მოგვიწევს აღებული სესხის ნაწილის გასტუმრება, რაც, ჯამში, საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, ადმინისტრაციული ხარჯების ნაწილშია შესული, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ხელფასები იზრდება ან აპარატის ხარჯების იზრდება“, - განაცხადა ნარმანიამ.

დავით ნარმანიას თქმით, მომავალ წელს ინფრასტრუქტურული განვითარების დაფინანსება 50 მილიონი ლარით გაიზრდება, რადგან ზამთრის შემდეგ ძალიან ბევრი გზა მწყობრიდან გამოვა და მათ შეკეთება დაჭირდებათ.

"ეს არის გზები, რომლებიც 5-6 წლის წინ არის გაკეთებული და მათ ხარისხთან დაკავშირებით დღეს არსებობს პრობლემები. იქ გამავლობა ამ ეტაპზე მეტნაკლებად შენარჩუნებულია, მაგრამ ზამთრის სეზონის გასვლის შემდეგ საკმაოდ ბევრ გზას დაჭირდება შეკეთება. აქედან გამომდინარე ჩვენ ვზრდით საგზაო მომართულებით დაფინანსებას", - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42